რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა
ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის რაიონის სოფელ ქვემო კაპანახჩში, რამდენიმე ადგილობრივს ცხვრის დაახლოებით 100 სულიანი ფარა ყავს. მოსახლოების ნაწილი სათბურებს აკეთებს და ზამთარში მოყვანილ მწვანილსა და ბოსტნეულს გარდაბნის და რუსთავის ბაზარში ყიდის. ,, ვისაც შრომა არ ეზარება მშიერი არასოდეს რჩება” – ამბობენ ადგილობრივები.
აქ თითქმის ყველა ოჯახს ქათმები, ინდაურები და იხვები ყავს. თუმცა მათ ოჯახებში შესვლისას ყველაზე მეტად საუბარი არა ოჯახის შემოსავლებზე, არამედ იმაზე უყვართ, თუ როგორ კარგად საუბრობენ მათი შვილები ქართულად.
რეალურად ასეცაა, ბავშვები რომლებიც დადიან სკოლებში მათ მშობლებზე გაცილებით უკეთ საუბრობენ ქართულად.
ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად ერთ სართულიანი სახლები აქვს აშენებული. იშვიათად გვხვდება ორი, ან სამ სართულიანი სახლები. ქესალოსგან განსნხვავებით კაპანახჩში მოსახლეობა, ამ მხრივ, შედარებით მოკრძალებულად ცხოვრობს. სახლების გვერდით ფრივნელობის და პირუტყვის სადგომი აქვთ.
ქვემო კაპანახჩის მსგავსად სოფელი ლელაშხას შიდა გზებიც რთულად გასავლელია. ერთადერთი გზა, რომელსაც ადვილად შეატყბთ, რომ ახალი დაგებულია სოფლის ცენტრალური გზაა. ,, ამ სოფელში ძირითადად სვანები ვცხოვრობთ” – გვიხსნის სახლის წინ მდგარი პატარა ბიჭი. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გარშემო ღორები შეექცევიან წაქცეული სანაგვედან გადმოყრილ სიკეთეებს ვხვდებით, რომ სოფელი ძირითადად ქართველი ეროვნების მოსახლეობითაა დასახლებული.
იმისთვის, რომ მერე ლელაშხას რწმუნებულმა, კრწანისის რწმუნებულის მსგავსად არ შემოგვითვალოს სად ნახეთ კრწანისში მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელი-ო – ღორს დიდი ინტერესით ვიღებთ.
ლელაშხაში ათობით მიტოვებული ორ სართულიანი სახლი დგას. უფრო, სწორედ, მხოლოდ კედლების ამარად დარჩენილი სახლებია. ამ დროს ფოცხოეწერში გადასახლებული დევნილები გვახსენდება. ალბათ, ამ სახლების შეკეთრება და დევნილების შესახლება უფრო იაფი და ჭკვიანური საქმე იქნებოდა, ვიდრე დევნილების ფოცხოეწერის მივარდნილ სოფელში გადასახლება.
ლელაშხასა და ქვემო კაპანხჩში მინდვრები დაცარიელებულია. სარწყავ არხებში წყალი ნახევრადაა გაყინული. ცარიელია ადგილობრივების სახელდახელოდ გაკეთებული ე.წ ბირჟები. სიცივეში ყველას თბილად სახლში ჯდომა ურჩენია. ან როგორც ადგულობრივებმა გვითხრეს, ხშირად სახლების ნაცვლად სათბურებში უყვართ ყოფნა. მიზეზი კი ისაა, რომ ცელოფნისგან შეკრულ სათბურში, სადაც ჯერ 3 სანტიმეტრითაც არაა წამოზრდილი მწვანილი მუდმივად სითბოა.
მიუხედავდ იმისა, რომ სათბურს სითბოს წყარო არ აქვს. ცელოფანი რითიც არიან დაფარული, მუდმივ მაღალ ტემპერატურას ინარჩუნებს. თუმცა თბილ პარნიკში ფოტოების გადაღება გვიჭირს. ობიექტივი იორთქლება და მხოლოდ, პარნიკის გარედან გადაღებული კადრები გვრჩება.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=60