რეპორტაჟი: ბოლნისის რაიონის სოფელი ცურტავი
ბოლნისის რაიონის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის აღწერით დაახლოებით 2 500-მდე კაცი ცხოვრობს.
მოსახლეობა ძირითადად აზერბაიჯანელია. ადგილობრივების უფროსი თაობა ქართულად ვერ საუბრობს. მათგან განსხვავებით სასაუბრო დონეზე ენას სკოლის მოსწავლეები ფლობენ.
მე-4 კლასელი ელშანი თითქმის ვენეციაში ცხოვრობს. მისი სახლის წინ მდინარე ხრამიდან გადმოყვანილი სარწყავი წყლის არხი გადის. ,, მე- 4კლასში ვსწავლობ და როგორ არ მეცოდინება ქართული?!” – კითხვაზე კითხვით გვპასუხობს.
,, ამ წყალში ზაფხულში ბავშვები ბანაობენ და თევზაობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვბანაობთ. შორტებით სოფელში გამოჩენას ჩვენი რელიგია კრძალავს. არხიდან წყალი სახლებში არ გვივარდება, რადგან არხს ჩამკეთი აქვს და იმით არეგულირებენ წყლის დონეს “- საუბრობენ ადგილობრივები.
სოფელში ყველაზე პოპულარული გადაადგილების საშუალება ვირზე შებმული ურემია. ზოგ ურემში ორი ვირია შებმული. წლის ამ დროს მთელ სოფელს ბევრი საქმე აქვს. მინდვრები უკვე გადახნულია და კარტოფილის თესვა მიდის.
ცურტავს სარწყავი წლის პრობლემა არ აქვს. მდინარე ხრამი და მისი სარწყავი არხი სოფელს წყლით უზრუნველყოფს, თუმცა ადგილობრივები მაინც წვიმას ნატრობენ.
,, საერთოდ ერთი კარტოფილიდან ვიღებთ ხუთ თავს, მაგრამ თუ დათესვის დროს წვიმა არ მოვიდა, მხოლოდ, სამი გამოგვდის.
ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მიწის დამუშევა ძვირი გვიჯდება. თითქმის ყველას კრედიტები გვაქვს აღებული. მოსავალზეა დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. თუ კარგ მოსავალს ვერ ავიღებთ კრედიტს ვერ დავფარავთ, ეს კი დიდი პრობლემების დასაწყისია” – საუბრობენ მიდვრებში მომუშავე ადგილობრივი.
მათთან ნდობაში შესასვლელად და ფოტოების გადასაღებად გზად შემთხვევით გაცნობილი ჩინგიზხან ხუსეინოვი გვეხმარება. დიდი სეხნიას და საქართველოს ძველ ამოხრებელს არაფრით ჰგავს. ცურტაველი ჩინგიზხანი ბიძაშვილების ოჯახს გვაცნობს.
მამაკაცების გვერდით ეზოს განაპირას მიმავალ სარწყავ არხს ქვებისგან ქალიც ასუფთავებს. კითხვაზე რატომ ამუშავებენ ამდენს ქალს გვპასუხობენ ,, მარტო ხომ არ მუშაობს? ყველანი ვეხმარებით ერთმანეთს. ეს ყოჩაღი ქალია. სახლსაც კარგად უძღვება და სახლის გარე საქმეებსაც”.
სოფელში ერთი ჰექტარი მიწაც არაა აუთვისებელი, თუმცა ადგილობრივები ჩივიან, რომ სოფელში მიწის ყველაზე დიდი ფათობი სამ ადმიანს უკავია. ცურტავში დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა.
ყოფითი პრობლემისგან შორს კი ამ სოფლის მთავარი ღირსება ცურტავის ციხე (ზოგიერთ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც ქოლაღარის ციხე) დგას. მისი 6 მეტრიანი კედლები და გალავანი სრულადაა შენარჩუნებული. ციხე ისტორიული წყარობის თანახმად მე-18 საუკუნეში დარეჯან დედოფალის დროს აშენეს. დანიშნულება, როგორც ყველა ციხესიმაგრის მისიც სოფლის მტრებისგან დაცვა იყოს. ციხესიმაგრეში დღეს დედათა მონასტერი და პატარა ეკლესია ფუნქციონირებს.
,, ჩვენ სოფელ თამარისიდან ვართ. აქ წლების წინ ჩამოვსახლდით. თამარისის კორპუსებში ვცხოვრობთ. ამ ეკლესიის ძირითადი მრევლიც ჩვენ ვართ” – ცნობისმოყვარეობას ზიარების რიგში მდგომი ქალბატონი გვიკმაყოფილებს.