პანდემიის დროს ქალების საშინაო შრომა გაორმაგდა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა „CRRC – საქართველო“ კვლევა ჩაატარა, საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასების წარმოსადგენად.

კვლევის მიგნებები მოიცავს: ეკონომიკური საკითხები და საარსებო რესურსები; აუნაზღაურებელი საშინაო და ზრუნვის შრომა; ფსიქიკური ჯანმრთელობა და იზოლაცია; სტიგმატიზაცია; მომსახურებებსა და რესურსებზე ხელმისაწვდომობა;

ეკონომიკური საკითხები და საარსებო რესურსები

• პანდემიამდე დასაქმებული ქალებისა და კაცების მესამედი აცხადებს, რომ სამსახური დაკარგა; დამატებით, კიდევ ერთი მესამედი ამბობს, რომ სამუშაო საათები შეუმცირდა. მართალია, ქალები კაცებთან შედარებით ნაკლებად აცხადებენ, რომ პროდუქტიული აქტივობიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდათ, მაგრამ მაინც მათი 39% აღნიშნავს ამ ტიპის შემოსავლის შემცირებას.

• გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს პანდემია ყველაზე მეტად შეეხოთ და მის შედეგებს კაცები და ქალები თანაბრად იმკიან. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი (53%) ამბობს, რომ სამსახური დაკარგა, ეთნიკურ ქართველებს შორის კი ეს მაჩვენებელი 30%-ის ტოლია.

• მართალია, შშმ ქალებსა და გოგოებს ფინა-ნსური მდგომარეობის თვალსაზრისით დიდ ცვლილებებზე არ უსაუბრიათ, მაგრამ ბევრი მათგანი იყო შეშფოთებული სამედიცინო მომსახურებისა და ტრანსპორტის მაღალი ფასებით, ასევე აუცილებელი ჰიგიენური საშუალებებისა და მედიკამენტების ღირებულების ზრდით.

• მართალია, პანდემიის დროს ოდნავ უფრომეტმა ქალმა (8%) აიღო ანაზღაურებადი შვებულება, ვიდრე კაცმა (5%), მაგრამ ასევე მეტ ქალს მოუწია აუნაზღაურებელი შვებულების აღება (9%) კაცებთან შედარებით (4%).

• შშმ გოგოები და ქალები პანდემიამდე პერიოდშიმნიშვნელოვან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ განათლებისა და დასაქმების კუთხით. კაცებთან შედარებით, მათ უფრო ნაკლებაი მხარდაჭერა ჰქონდათ იმაში, რომ მიეღოთ განათლება, ან ანაზღაურებადი სამუშაო ეპოვათ.

აუნაზღაურებელი საშინაო და ზრუნვის შრომა

• ქალები უფრო მეტად განიცდიან გაზრდილი საოჯახო შრომის გავლენას. მათი 42% აცხადებს, რომ პანდემიამდე არსებულ სიტუაციასთან შედარებით, ახლა ერთით მეტ საქმეს აკეთებენ მაშინ, როდესაც ამას კაცების მხოლოდ 35% ამბობს. ქალები უფრო მეტ დროს ხარჯავენ დალაგებაზე (35%), ვიდრე – კაცები (24%). ისინი ასევე უფრო მეტ დროს უთმობენ საკვების მომზადებას (35%), ვიდრე – კაცები (25%). კაცებთან შედარებით, ქალები უფრო ნაკლებად ამბობენ, რომ საოჯახო საქმიანობაში პარტნიორები ეხმარებიან.

• საშინაო შრომა განსაკუთრებით ბავშვიან ოჯახებში გაიზარდა, სავარაუდოდ სკოლების დახურვის გამო. ამასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც ქალები მუშაობენ და სამსახურები შეინარჩუნეს, უფრო დიდი შანსია, ისინი სახლიდან მუშაობდნენ, ვიდრე კაცები.

• შშმ ბავშვების მოვლის მომსახურებებმა ან ონლაინ-რეჟიმში გადაინაცვლეს, ან საერთოდ შეწყვიტეს მუშაობა. ეს კი მშობლებისთვის დამატებითი ტვირთია, რადგან მათ უფრო მეტო დრო ეხარჯებათ ონლაინ სესიებში მონაწილეობაში.

• ქალებთან შედარებით, კაცები უფრო ნაკლებად ამბობენ, რომ ბავშვების განათლებასა და გართობაზე დახარჯული დრო გაეზარდათ. ამას კაცების მხოლოდ 44% და ქალების 61% აღნიშნავს.

• ქალები უფრო მეტად მიუთითებენ დასვენების დროის შემცირებაზე (31%), ვიდრე კაცები (23%). შესაბამისად, უფრო მეტი კაცი ამბობს, რომ დასვენებაზე მეტ დროს ხარჯავს (30%) ვიდრე – ქალი (21%).

QvemoQartli.ge