„ოცნების“ კონცერტზე სცენიდან „ქართული ოცნება“ ერთხელაც არ უხსენებიათ

9 სექტემბერს, რუსთავში მმართველი პარტიის კონცერტი ისე ჩატარდა, რომ სცენაზე მდგარ არც წამყვანებს და არც მომღერლებს „ქართული ოცნება“ ერთხელაც არ უხსენებიათ. არც მოწოდებები ისმოდა არჩევნებზე მისვლისკენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ.

სცენაზე მდგარი მომღერლები და წამყვანები სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს რუსთავს! საქართველოს!“ და სიმღერებს შორის ახსენებდნენ „ევროპას“, „ღირსებას“  – ფრაზებს „ქართული ოცნების“ ცნობილი გამოსვლებიდან, თუმცა თავად პარტია სცენიდან არავინ ახსენა.

ღონისძიებას პარტიულ აქტივთან, რუსთავის მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად რიგითი ახალგაზრდა რუსთაველებიც დაესწრნენ. იცეკვეს და იმღერეს კიდეც, პარტიული მაისურების და დროშების გარეშე.

კონცერტს დაესწრო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და „ქართული ოცნების“ დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი. სცენაზე არც ერთი ასულა.

შესაბამისად პარტიული ღონისძიება რუსთავში, მხოლოდ სცენაზე გაკრული „ქართული ოცნების“ დიდი ბანერით, 41-ნომრიანი მაისურებით და დროშებით იყო გამოხატული.

ვიდეო:

@qvemoqartli.ge

#foryou #Georgia #რუსთავი #rustavi #ქართულიოცნება #ირაკლიშატაკიშვილი #ნინოლაცაბიძე #რუსთავისმერია #NoTorussianlaw

♬ original sound – qvemoqartli.ge –

QvemoQartli.ge