მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის მიუღებელი.
მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის იუსტიციის სახლი სხვა რეგიონის მსგავსი სახლებისგან განსხვავებით ყველაზე მინიმალისტური პროექტია, ადგილობრივებს აღნიშნული ობიექტი მოსწონთ. ,, პირველი რაც მახსენდება იუსტიციის სახლია. მართალია, ოთხკუთხედი შენობებია და ერთი შეხედვით დიდი სილამაზე არ აქვს, მაგრამ იმ გარემოს ძალიან უხდება. ჩემი აზრით, რუსთავში ბოლო წლების მანძილზე ამაზე კარგი არაფერი აშენებულა. ასევე, მომწონს ის ვრცელი ტერიტორიაც რაც შენობების გარეთაა – პატარა აუზებიც და გაზონიც ძალიან ლამაზია” – საუბრობს რუსთაველი, ქეთი ტაბატაძე.

ტაბატაძის თქმით, იუსტიციის სახლის წყალობით მისი ოჯახის ერთი ბინა საკმაოდ სარფიანად გააქირავა. ,, მარტო სილამაზეზეც არაა საუბარი, ამ სახლმა ჩვენს ბინებს მეტი ფასი დაადო „- ამბობს ტაბატაძე.

რუსთავის იუსტიციის სახლის და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. შემინული ოთხკუთხედი შენობების წინ ვრცელი გაზონი და მცირე სიღრმის აუზებია.

დღეის მდგომარებით აუზებში წყლის ნაცვლად საყოფაცხოვრებო ნაგავი, ცარიელი პლასტმასის ბოთლები, ქაღალდები და თამბაქოს ნარჩენები ყრია.

რაც შეეხება თავად შენობებს, მათი მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გახსნის დღეს იყო.

მიუხედავად, მოუწესრიგებელი გარე პერიმეტრისა, იუსტიციის სახლი ჩვენი შემთხვევითი რესპოდენტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, ქალაქის საუკეთსო არქიტექტურული ნამუშევარია.

მიუღებელი და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებების რიცხვში კი უალტერნატივო ლიდერი ძველ რუსთავში მდგარი პირამიდაა, ან უფრო სწორედ, ის რაც დარჩა მისგან.

,, არაფერს არ უხდება პირამიდა, რომელიც ხიდთან დგას. ვერ ვხდები რატომ არ იღებენ. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს სილამაზეა? სხვათაშორის, ეს პირამიდა თავიდანაც არ მოგვწონდა. მაშინაც გარემოდან ამოვარდნილი რკინის კონსტრუქცია იყო „ – საუბრობს ადგილობრივი გიორგი ხუციშვილი.

ხუციშვილის გარდა ჩვენი სხვა მოსაუბრეებიც ქალაქის ყველაზე ცუდ არქიტექტურულ ჩანაფიქრად პირამიდას ასახელებენ.

აღნიშნული პირამიდა დღეის მდგომარებით ,,გაძარცვულია”. მეტალის რომბის ფორმის ნაჭრები, რითაც ივსებოდა მისი კედლები კონსტუქციიდან ამოღებულია.

შესაბამისად, დროთა განმაცვლობაში, პირამიდის გარშემო სივრცის გასალამაზებლად დარგული პალმები, გასალამაზებელი ობიქტის გარეშე დარჩნენ.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=86