მნიშვნელოვანი კვლევები სასმელ წყალთან დაკავშირებით

კვლევა: საქართველოს წყლის ინფრასტრუქტურა – პრობლემები და პერსპექტივები

განმახორციელებელი: ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“

ძირითადი მიგნებები: ქვეყნის ქალაქებისა და რაიონების წყალსადენების საუწყებო ლაბორატორიების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისათვის აუცილებელი მოწყობილობებითა და ქიმიური რეაქტივებით. ზოგიერთ რაიონში კი, სადაც ფუნქციონირებს ლაბორატორიები, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო არ ტარდება წყლის გამოკვლევა სანიტარიულ-მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.

საქართველოში არსებული წყალსადენების სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, – 2007 წლის მდგომერეობოთ -მათი 60% ამორტიზებულია. 1987 წლის შემდეგ წყალსადენების ქსელში არ ჩატარებულა მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო და შესაკეთებელი სამუშაოები, რის გამოც წყალსადენების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების 9273,9 კმ-დან 50%-ზე მეტი საჭიროებს გამოცვლას, კაპიტალურ და/ან მიმდინარე შეკეთებას. ამას ემატება სატუმბო სადგურების აღჭურვილობისა და დანადგარების მწყობრიდან გამოსვლა. არსებული წყალსადენების 69%-ს არ გააჩნია წყლის გასაუვნებელი დანადგარები, 28%-ს – სანიტარიული დაცვის ზონები, ხოლო 23%-ს – ნედლი წყლის დასამუშავებელი აუცილებელი გამწმენდი ნაგებობები. სათავე ნაგებობებზე არასრულად ხორციელდება წყლის მომზადების სქემები, წყალგამწმენდი ნაგებობები ტექნიკურად გაუმართავია, განიცდიან საფილტრაციო მასალების, მოწყობილობებისა და წყლის მომზადებისათვის აუცილებელი ქიმიური რეაგენტების დეფიციტს. 70%-ზე მეტ წყალსადენებზე საქლორატოროების არ არსებობის და/ან მწყობრიდან გამოსვლის გამო არ ხდებოდა სასმელი წყლის სისტემატური დაქლორვა. შეფერხებულია წყლის მომზადების

კვლევა: წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობების კვლევა საჯარო სკოლებში

განახორციელა: საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისი

ძირითადი მიგნებები: დაკვირვების თანახმად, საპირფარეშოში შესვლის შემდეგ მოსწავლეების ნახევარი ხელს არ იბანს, ამ კუთხით მნიშვნელოვანი განხვავება არ არის გენდერულ ჭრილში, ისევე როგორც ქალაქად და სოფლად. ფოკუსური დისკუსიებიც ადასტურებს, რომ ხელის დაბანისთვის სკოლებში არასახარბიელო პირობებია, გარდა იმისა, რომ არც ერთ გამოკითხულ სკოლაში არ არის საპონი და ხელის გასამშრალებელი, სკოლებში, ხშირად, ნაწილობრივ ან საერთოდ არ ფუნქციონირებს საპირფარეშოს ონკანი. თუმცა, ამ მხრივ მდგომარეობა უკეთესია ფოკუსური ჯგუფის მონაწილე თბილისის საჯარო სკოლებში. რეგიონების სკოლებში, საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ ხელის დაბანის ალტერნატიული საშუალებაა საპირფარეშოს მოშორებით, ეზოში განთავსებული წყლის ონკანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუმცა, მაგალითად, დუშეთის საჯარო სკოლებში არც შენობის შიგნით და არც ეზოში არ არის ხელის დასაბანი საშუალება. მაგ. მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლების განცხადებით, ხელის დაბანის ერთადერთი საშუალება ბუფეტის ონკანია, თუმცა, ბუფეტის ხელსაბანი ნიჟარა 68% 39% 73% 47% 92% 76% 90% 80% ქალაქი სოფელი თბილისი სულ ხელსაბანები მოსახერხებელია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ხელსაბანები მოსახერხებელია შშმ პირებისთვის 36 სასმელი წყლის ერთადერთ წერტილად მოიხსენიება და როგორც დაკვირვებისას აღმოჩნდა, ამავდროულად ჭურჭლის გასარეცხი ერთადერთი ადგილია, რაც, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არაჰიგიენურ გარემოს ქმნის;

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის სკოლების გარემონტება არ მიმდინარეობს საერთო სტანდარტის მიხედვით, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სარემონტო სამუშაოების შედეგად, გამოკითხული დირექტორების ინფორმაციით, ბევრ სკოლაში შეიცვალა სანკვანძების პირველადი გეგმარება, ისევე როგორც სან-კვანძების პირველადი რაოდენობა. როგორც უკვე აღინიშნა, კვლევის მონაცემებით სან-კვანძების რაოდენობა დღეისათვის არ არის კორელაციაში სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობასთან, ისევე როგორც მოსწავლეთა განაწილებასთან გენდერულ ჭრილში. ამ კუთხით სიტუაციის ანალიზი სკოლებში დღეისათვის არ წარმოებს;

ხელსაბანების მდგომარეობის თვალსაზრისით სურათი ისე მკვეთრად არ განსხვავდება ქალაქსა და სოფელს შორის, როგორც ტუალეტების შემთხვევაში. თუკი ტუალეტები უკეთეს მდგომარეობაში იყო ქალაქად, ხელსაბანების ფუქნციონირებისა და სისუფთავის თვალსაზრისით სოფელში უკეთესი მდგომარეობაა;(2013 წელი)

კვლევა: სასმელ წყალთან დაკავშირებული რისკი სამეცნიერო დასკვნა (მეცნიერთა მოსაზრება)

განმახორციელებელი: სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო

ექსპერტები: მარინა ლაშხაური, მანანა გრძელიშვილი

ძირითადი მიგნებები:  სასმელი წყლის წყვეტილი მიწოდება და წნევის ცვალებადობა ზრდის განსაკუთრებით მიკრობული დაბნძურების რისკს (დაბინძურებული ნიადაგიდან დამაბინძურებლების შეღწევა). გამანაწილებელი ქსელის არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა, ხშირი ავარიები და სასმელი წყლის დიდი დანაკარგები, სასამელი წყლის დამუშავების მოძველებული სქემები ასევე რისკ ფაქტორებია. კომპანიის მიერ წარმოდგენილ მასალებში ნათლად არ ჩანს როგორ ახორციელებენ სათავე ნაგებოებსა და გამანაწილებელ ქსელში საფრთხის იდენტიციკაციას; როგორ ხდება სასმელი წყლების კვლევის პროგრამის შედგენა; როგორ განისაზღვრება ასაღები ნიმუშების რაოდენობა, სიხშირე, სეზონურობა, საკვლევი პარამეტრები და სერვის ცენტრების ლაბორატორიული შესაძლებლობები და სხვა. როგორ ხდება სასმელი წყლების გამოცდის ოქმების გაფორმება, ასახულია თუა არა მიღებულ შედეგებში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების რაოდენობრივი სიდიდეები და სხვა. განსაზღვრული აქვთ თუ არა ტიპური საფრთხეები. (2017 წელი)