მითები და ფაქტები COVID-19-ის ვაქცინაციის შესახებ/Covid-19 peyvəndi haqqında miflər və faktlar

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი იმუნიზაციის პროცესის მიმართ კვლავ უნდობლობითაა განწყობილი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ვებგვერდზე COVID-19-თან დაკავშირებული ყველა გავრცელებული მითი შეკრიბა და რეალური ფაქტები დაუპირისპირა.

მითი: COVID-19 -ის ინფიცირებით გამოწვეული ბუნებრივი იმუნიტეტი სჯობს კოვიდ-19-ის ვაქცინაციით გამომუშავებულს.

ფაქტი: COVID-19-ის ვაქცინაცია უფრო უსაფრთხო და საიმედო გზაა იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, ვიდრე COVID-19-ით ინფიცირება.

COVID-19-ის ვაქცინაცია ბევრად პროგნოზირებად იმუნურ პასუხს იწვევს ინფექციის წინააღმდეგ, ვიდრე უშუალოდ COVID-19-ის ვირუსით ინფიცირება. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ადამიანების უმრავლესობაში ვირუსის წინააღმდეგ დაცვის მაღალ დონეს უზრუნველყოფს და დამატებით იცავს მათ, ვისაც უკვე გადატანილი აქვს COVID-19.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი, ვისაც გადატანილი აქვთ COVID-19 და გამოჯანმრთელების შემდეგ არ აცრილან, რეინფიცირების ორჯერ უფრო მეტი შანსი აქვთ მათთან შედარებით, ვინც გამოჯანმრთელების შემდეგ სრულად აიცრნენ.

COVID-19-ით ინფიცირება ორგანიზმს გარკვეულწილად იცავს სამომავლო ინფიცირებისგან. ამას „ბუნებრივ იმუნიტეტს“ უწოდებენ, მაგრამ ადამიანის ასაკთან ერთად, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად მწვავედ მიმდინარეობდა ინფექცია.

გარდა ამისა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქმნას ავადობის გარეშე. ვაქცინაცია არა მარტო თქვენ გიცავთ ინფექციისგან, არამედ თქვენს გარშემომყოფებსაც, მათ შორის, მათ, ვინც განსაკუთრებულ რისკ ჯგუფს მიეკუთვნება.

COVID-19-ით ავადობა, რიგ შემთხვევებში, იწვევს მძიმე ავადმყოფობასა და სიკვდილს, ასევე ორგანიზმს უქმნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხანგრძლივ პრობლემებს.

მითი: COVID-19-ის ვაქცინები იწვევს სხვა შტამების გავრცელებას.

ფაქტი: COVID-19-ის ვაქცინებს არ შეუძლიათ ვირუსის შტამების წარმოქმნა ან გავრცელება. პირიქით, მათ შეუძლიათ ხელი შეუშალონ ახალი შტამების გავრცელებას.

ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნა გამოწვეულია COVID-19-ის მუდმივად ცვალებადი ბუნებით (მუტაციით). მოსახლეობაში ვაქცინაციის მაღალი დონე ამცირებს ვირუსის გავრცელების მასშტაბებსა და ხელს უშლის ახალი შტამების წარმოქმნას.

მითი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიცავს მიკროჩიპებს.

ფაქტი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ შეიცავს მიკროჩიპებს. ვაქცინები მხოლოდ იმისთვისაა შექმნილი, რომ ებრძოლოს დაავადებას და არავითარ შემთხვევაში არ შექმნილა იმისთვის, რომ ვინმეს გადაადგილება აკონტროლოს.

ვაქცინები ხელს უწყობენ ანტისხეულების გამომუშავებას სწორედ ისე, როგორც ეს ბუნებრივად ინფიცირების დროს მოხდებოდა.

მითი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ცვლის დნმ-ს.

ფაქტი: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არ ახდებს გავლენას და არ მოქმედებს დნმ-ზე.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ტიპის ვაქცინა ეხმარება ადამიანის უჯრედებს COVID-19-ის ვირუსისგან დაცვის სისტემის შემუშავებაში. თუმცა ამ პროცესში გენეტიკური ინფორმაცია დნმ-ში ვერ აღწევს. შესაბამისად, ის არც რაიმე ცვლილების მომტანია.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო გელაშვილი

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

COVID-19-a qarşı peyvəndin başlamasından demək olar iki il ötüb. Ancaq ictimaiyyətin bir qismi ummunizasiya prosesinə qarşı yenə də etibarsızdır.

ABŞ-ın Xəstəliklərə Nəzarət və Prevensiya Mərkəzi (CDC) veb-səhifədə Covid-19-la bağlı yayılmış bütün mifləri toplayıb və real faktlarla qarşılaşdırıb.

Mif: Covid-19-a yoluxmaq nəticəsində yaranmış təbii immunitet Covid-19 peyvəndinin yaratdığından daha yaxşıdır.

Fakt: Covid-19 peyvəndi immunitet yaratmaq üçün Covid-19-a yoluxmaqdan daha təhlükəsiz və ümidverici yoldur.

Covid-19 peyvəndi infeksiyaya qarşı Covid-19 virusuna yoluxmaqdan daha çox immun cavab yaradır.

Covid-19-a qarşı peyvənd insanların əksəriyyətində virusa qarşı qoruma səviyyəsini təmin edir və əlavə olaraq, Covid-19-u artıq keçirmiş şəxsləri qoruyur.

Araşdırmalardan birinə əsasən, Covid-19 keçirib və sağaldıqdan sonra peyvənd olunmayanların  yenidən yoluxma ehtimalı tam sağalanlarla müqayisədə iki dəfə çoxdur.

Covid-19-a yoluxmaq orqanizmi gələcək yoluxmadan qismən qoruyur. Bunu “təbii immunitet” adlandırırlar. Amma bu insanın yaşı ilə birlikdə infeksiyanın nə dərəcədə ciddi keçdiyindən də asılıdır.

Bundan əlavə, Covid-19-a qarşı peyvənd xəstəlikdən kənar antikorların yaranmasına dəstək olur. Peyvənd yalnız sizi deyil, həm də sizin ətrafınızdakıları,  həmçinin, xüsusi risk qrupa aid olanları da infeksiyadan qoruyur.

Covid-19-a yoluxmaq, bəzi hallarda, ağır xəstəlik və ölüm hallarına səbəb olur. Eləcə də orqanizmə sağlamlıqla bağlı uzunmüddətli problemlər yaradır.

Mif: Covid-19 peyvəndləri başqa ştammların yayılmasına səbəb olur.

Fakt: Covid-19 peyvəndləri virus ştammları yarada və ya yaya bilmirlər. Əskinə, onlar ştammların yayılmasına mane ola bilirlər.

Virusun yeni ştammlarının yaranması Covid-19-un daimi dəyişkən təbiəti ilə (mutasiya ilə) baş verir. Əhalidə peyvəndin yüksək səviyyəsi virusun yayılma miqyaslarını azaldır və yeni ştammların yaranmasına mane olur.

Mif: Covid-19-a qarşı peyvəndlər mikroçiplərdən ibarətdir.

Fakt: Covid-19-a qarşı peyvəndlər mikroçiplərdən ibarət deyil. Peyvəndlər yalnız xəstəliklə mübarizə aparmaq üçün yaradılıb və heç bir halda kiminsə hərəkət etdiyinə nəzarət etmək üçün yaradılmayıb.

Peyvəndlər antikorların yaranmasına məhz təbbi yoluxma zamanı olduğu kimi dəstək olurlar.

Mif: Covid-19-a qarşı peyvəndlər DNT-ni dəyişir.

Fakt: Covid-19-a qarşı peyvəndlər DNT-yə təsir göstərmir.

Covid-19-a qarşı hər növ peyvəndlər insan hüceyrələrinə Covid-19 virusundan qorunmaq sisteminin hazırlanmasına kömək edir. Ancaq bu prosesdə genetik məlumat DNT-yə daxil olmur. Müvafiq olaraq, o heç bir dəyişikliyə səbəb ola bilməz.

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

Müəllif: Nino Gelaşvili

Tərcüməçi: Aynurə Əliyeva

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge