მეზობლების ახალი წელი

„Camping Azerbaijan“- არის აზერბაიჯანში მოქმედი ეკო-ტურისტული სააგენტო. ისინი იქნებოდნენ არაფრით გამორჩეულები, რომ არა მათი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. სააგენტო, რომელიც ტურებს აზერბაიჯანის მაღალმთიან რაიონებში აწყობს, ახალ  წელს მთებს პატარების გასახარებლად სტუმრობს.

„Camping Azerbaijan“-ის თანამშრომლები, უკვე მესამე წელია, სანტას ფორმაში გადაცმულები აზერბაიჯანის მაღალმთიანი სოფლების ბავშვებთან მიდიან. მათ საჩუქრები და გასულ წელს, სტუმრობისას გადაღებული ფოტოები მიაქვთ.სააგენტოს ამ აქტივობას ბიზნესიც (Vita 1000) აფინანსებს.  

ფოტოს წყარო: Camping Azerbaijan