მედიის ნაწილს სასამართლო პროცესის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა არ აქვს (ვიდეო)
მედიის ნაწილს სასამართლო პროცესის სრულფასოვნად გაშუქების შესაძლებლობა არ აქვს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საარჩევნო საკითხებზე მომზადებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს.
სხდომის გაშუქების შესაძლებლობა მედიის ნაწილს არ აქვს. სამართალდამცავებმა, ქვემო ქართლის მედიის ხელძღვანელს, მანონ ბოკუჩავას სხდომაზე დასწრების და პროცესის გაშუქების შესაძლებლობა არ მისცეს.
ინფორმაციისთვის, ჩვენი ორგანიზაციიდან სხვა წარმომადგენელი არ იმყოფება სხდომის დარბაზში.
ვიდეო გადაღებულია პოლიციელებთან მეორე კომუნიკაციის დროს. პირველი მიმართვისას, გადაღების გარეშე, პოლიცია გვპასუხობდა, რომ დარბაზში საკმაოდ იყვნენ უკვე ჟურნალისტები.
QvemoQartli.ge