მარნეულის სოფლების პრობლემები – პლატფორმა „სალამ“ მოსახლეობის გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობს
„არადომინანტური ჯგუფების საჭიროებების ბოლნისის, დმანისის და მარნეულის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება კვლევის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით“ – ამ სახელწოდების პროექტს პლატფორმა „სალამ“-ი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„ დავიწყეთ #RightsExpress-ი უფლებების ექსპრესი, რომლის მთავარი მიზანია სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდა. გავხსენით საველე ოფისი რათა მოვემსახუროთ ადგილობრივ მოსახლეობას განცხადების წერაში. რათა შეძლონ ადგილობრივ თვითმმართველობაში თავიანთი საჭიროებების თუ წუხილების აღმოფხვრისთვის მიმართვა.
პირველი სამუშაო დღე გვქონდა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხანჯიგაზლოში. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხია საზოგადოებრივი ტრანსპორტი“ – პლატფორმა „სალამ“.
ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში, ასევე, იმუშავა სოფლებში: კუშჩუ, დიდი ბეგლიარი და პატარა ბეგლიარი.
კუშჩუში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხი აღმოჩნდა სასმელი წყალი.ამასთან ერთად, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად დასახელდა შიდა გზა და ნაგვის ურნები. ხოლო სოფლებში დიდი ბეგლიარი და პატარა ბეგლიარი – მოსახლეობისთვის პრიორიტეტულად დასახელდა შიდა გზა, ნაგვის ურნები და სტადიონი.
აღნიშნულ ყველა საკითხთან დაკავშირებით „სალამ“-მა, ადგილობრივების ჩართულობით, კოლექტიური განცხადებები შეიტანა მარნეულის მერიასა და საკრებულოში.
QvemoQartli.ge
ინფორმაციის/ფოტოს წყარო: პლატფორმა „სალამ“