„მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი“ ანტიდასავლური

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

მორიგი თემატური ტრენინგი „მარნეულის საზოგადოებრივ კოლეჯში“ ჩატარდა. მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ტრენინგების კურსს კოლეჯის სტუდენტები გაივლიან. კურსის ბოლოს მონაწილეები მოამზადებენ ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ესსეებს და საზოგადოებას საკითხზე, საკუთარ ხედვას გააცნობენ. საუკეთესო ესსეს ავტორს სიმბოლური საჩუქარი გადაეცემა და მისი ნამუშევარი, ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნდება.  

მარნეულელ ახალგაზრდებს შემდეგი თემატიკის ტრენინგები უტარდებათ:

პროპაგანდა როგორც პრობლემა;

პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები – შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია)

ანტიდასავლური პროპაგანდა;

საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე;

პროპაგანდასთან ბრძოლა – ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

პროექტი ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით