მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს
ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.
პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში გაიმართა. ორგანიზაციას პარტნიორობა „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ (NTI) გაუწია. მათი მხარდაჭერით, ხულდარას სათემო რესურს ცენტრში ოცამდე ახალგაზრდა შეიკრიბა. მიიღის ინფორმაცია: ზოგადად პროპაგანდის შესახებ, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და გაეცნენ მის უახლეს მაგალითებს. განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის, ამ ეტაპზე, ბოლო მაგალითიც, რაც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეხება. ხულდარაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ მათი ინფორმაციის წყარო ძირითადად არაქართულენოვანი მედიაა. განმარტავდნენ, რომ ხშირად აზერბაიჯანის ტელევიზიებს ადევნებენ თვალს, სადაც საქართველოს შესახებ, მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები ვრცელდება და ისიც რამდენიმე დღის დაგვიანებით. აქვე დაისვა კითხვაც, თუ რამდენად სანდო და ზუსტია მეზობელი ქვეყნის მედიის გავრცელებული ინფორმაცია?!..
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მარნეულელ ახალგაზრდებს შემდეგი თემატიკის ტრენინგები უტარდებათ:
- პროპაგანდა როგორც პრობლემა;
- პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები – შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია)
- ანტიდასავლური პროპაგანდა;
- საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე;
- პროპაგანდასთან ბრძოლა – ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)
პროექტი ხორციელდება „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით.