თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს „მოქმედი“ მრჩეველთა საბჭო არ ჰყავს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპლიტეტების გამჭვირვალობასა და მოქალაქეთა მიმართ ანგარიშალდებულებას სწავლობს. ინდექსი, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ორ წელიწადში ერთხელ აფასებს.

თვითმმართველობის ინდექსი, შეფასებების სამ თემატურ ბლოკს მოიცავს, რაშიც 102 კრიტერიუმია გაერთანებული. კრიტერიუმებს შორის გვხვდება, მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან დაკავშირებული საკითხებიც.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, ინდექსის 2021 წლის მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ საბჭოსთან მიმართებაში, ყველა კრიტერუმზე მინიმალური შეფასება, ანუ 0% აქვს.

  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა – 0%;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა – 0%;

აღსანიშნავია, რომ ინდექსის 2019 წლის მონაცემების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმები, გარდა – „საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების  რაოდენობა“, 100%-ით ფასდებოდა.

როგორც წესი, მერის მრჩეველთა საბჭო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს ფუნქცია-მოვალეობებს, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ დოკუმენტი“, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2018 წლით თარიღდება. დოკუმენტში ვკითხულობთ:

“ საბჭო იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, რომლის ძირითდი ამოცანები იქნება – გაანალიზოს და შეაფასოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები; მხარი დაუჭიროს იმ ინიციატივებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემების დროულად მოგვარებისთვის; ასევე, მოამზადოს ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საკითხებზე“.

საკითხთან დაკაშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით. თვითმმართველობის პრესსამსახურში განმარტეს, რომ „მერს ჰყავს  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, თუმცა იგი  მოქმედი არ არის. ამ დროისთვის, არსებულ საბჭოს უფლებამოსილება აქვს შეჩერებული“.

თუ როდის მოხდება, საბჭოს უფლებამოსილების აღდგენა, ან ახალი საბჭოს ფორმირება არ არის ცნობილი.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით