თეთრიწყაროს ბიუჯეტს სტუმრების გამასპინძლება 2 998 ლარი დაუჯდა
წიწილი, შქმერული, ხაშლამა, გოჭი, ღორის მწვადი, ქაბაბი, ჩაშუშული, სტრელეცი – ეს არის იმ კერძების ნაწილი, რომლითაც თეთრიწყაროს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯით, საახალწლო ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, გაუმასპინძლდა.
შესყიდვის მიღება-ჩაბარების აქტში ვკითხულობთ, რომ ი.მ ვლადიმერ ქიმაძემ თეთრიწყაროს მერიისთვის უზრუნველყო, 26 დეკემბერს საახალწლო ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების, გამასპინძლება. აღნიშნული მომსახურების ღირებულებამ კი შეადგინა 2 998 ლარი.
თეთრიწყარო ქვემო ქართლის ერთ-ერთი ყველაზე მწირ ბიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანები სასმელი წყლის, მოუწესრიგებელი გზების და შიდა ტრანსპორტის გამოწვევების წინაშე დგანან.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე.