” თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა” – არასამთავრობოები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ დაზარალებულებს
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას აქვეყნებენ, რომლითაც 8 მაისს ღამით ანტირუსული პროტესტის მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ხალხის სწრაფვას ევროპისკენ ხელისუფლების ძალადობა წინ ვერ უდგება.
“8 მაისის ღამეს ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და ნაადრევად დაიწყო იმის ჩვენება, თუ როგორ ქვეყნად აპირებენ საქართველოს ქცევას. ბიძინა ივანიშვილის მიერ 29 აპრილს დაანონსებული საგარეო ვექტორის ცვლილება და რეპრესიები უკვე თვალსაჩინოდ ამოქმედდა – ასობით მოქალაქესთან განხორციელებული მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე ფიზიკურ თავდასხმებსა და ორგანიზებულ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ოლიგარქსა და მის მარიონეტებს ავიწყდებათ, რომ საქართველო არ არის რუსეთი. ქართველებმა ვიცით თავისუფლების ფასი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ჩვენს ბრძოლას რუსული უშიშროების სამსახურების მეთოდებით ვერაფერს დააკლებენ. ადამიანზე მიპარვით ზურგიდან თავდასხმას, სადარბაზოებში დევნას, ან მცირეწლოვანი ბავშვისთვის კარის შემტვრევის მცდელობას ქართველი არასოდეს მოიწონებს. ასე იქცევა რუსული რეჟიმი.
ჩვენ სამართლებრივ დახმარებას ყველა დაზარალებულს გავუწევთ. აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას – წინა კვირებში გამართულ აქციებზე თუ ახლა – აუცილებლად ბოლომდე მივყვებით, მოვითხოვთ და უზრუნველვყოფთ დამნაშავეთა გამოვლენას.
თავისუფლება ქართველი ხალხისთვის მთავარი ღირებულებაა. ამიტომ ვდგავართ და ვიდგებით საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე, რუსული მეთოდებისა და ძალადობისაგან ამ ქვეყნის დასაცავად. ამ ბრძოლას ქართველი ხალხი გამარჯვებით დაასრულებს, მოძალადეებს კი სათანადო პასუხი აუცილებლად მიეზღვებათ”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
განცხადებას ამ დროისთვის შემდეგი ორგანიზაციები უერთდებიან:
- ა(ა)იპ “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის EECMD
- ბათუმისდამოუკიდებელიცხოვრებისცენტრი
- გერგარტი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
- დემოკრატიის მცველები
- ევროპის ფონდი
- ევროპულ–ქართული ინსტიტუტი
- ეკო ცენტრი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
- თბილისიპრაიდი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
- კომლი
- მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი -EECMD
- მწვანე ალტერნატივა
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- პლატფორმა სალამი
- რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
- რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
- საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო
- საზოგადოება და ბანკები
- საზოგადოებრივი მოძრაობა “მწვანეები”
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება -ISFED
- სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სასამართლოს გუშაგი
- საფარი
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- საქართველოს მომავლის აკადემია
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია -GRASS
- საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
- სოციალური მუშაკები საზოგადოების კეთილდღეობისთვის
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- უფლებები საქართველო
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
- ყვარელის ევროკლუბი
- შშმ ქალთა ალიანსი
- ცოდნის კაფე
- წამების მსხვერპლთს ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
- GrlzWave
- Promote Georgia
QvemoQartli.ge