ეროვნული ხსნის კომიტეტი მოკრძალებულად დაფუძნდა

27 მარტს რუსთავში ეროვნული ხსნის კომიტეტი დაფუძნდა. რუსთაველის №30-ში კომიტეტის დელეგატებმა მოიყარეს თავი. ღონისძიებას ძირითადად შუა ხნის მოქალაქეები ესწრებოდნენ. ,, აქ ვინც ესწრება უმრავლესობა ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ვიყავით ჩართული. დღეს ჩვენ ოჯახებს უამრავი სოციალური პრობლემა აწუხებს, რისი მიზეზიც არსებული ხელისუფლებაა” – საუბრობდნენ კომიტეტის დელეგატები.

თუმცა ასეთი შემართება ყველა დელეგატს არ ჰქონდა. ნახევრად ცარიელ დარბაზში შუა რიგში მჯდომი მეგრულად მოსაუბრე საზოგადოება, დარბაზიდან უჩუმრად გაპარვის გეგმას ამუშავებდა.  ,, ნახევარი-საათია ამ გაყინულ დარბაზში ვზივართ. კიდე, ათი წუთი არ მოვლენ და გავიდეთ სათითაოდ” – უთანხმებდნენ ერთმანეთს.

მათგან განსხვავებით, ისეთებიც იყვნენ ვინც კომიტეტის მიმართ ბევრად უფრო დიდ ინტერესს ავლენდა.

,, 300-ზე მეტრი წევრი გყავს, მაგრამ ხალხი დაშინებულია და ამიტომ ვერ მოვიდა.

ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრის ფილტრაცია. საწუხაროდ, დღეს ჩვენ მთავრობაში არიან საბჭოური მენტალიტეტის მქონე პოლიუტიკური ძალები. მათი წყალობით მოსახლეობას მთელი რიგი პრობლემები – უბინაობა და უმუშევრობა აწუხებს” – საუბრობდა კომიტეტის ხელმძღვანელი ვალერი მჭედელაძე.

დარბაზში მსხდომი საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ, სოციალურად დაუცველ ფენას ეკუთვნოდა. ,,იმედია რამე გვეშველება”, ,,რამე უნდა შეიცვალის ქვეყანაში” – ასეთი იყო შეკრებილი საზოგადოების  ძირითადი საუბრის თემა.

მედიისთვის  ხსნის კომიტეტი ერთი გარემოებითაა საინტერესო. ბევრი  სოცაილურად დაუცველი  რუსთაველი ოჯახი მათ მიმართავს. ასეთი ადამიანების კონტაქტები და პრობლემები მათ კარგად იციან, ამიტომ ხშირად ხდებიან მედიისთვის საინტერესო ინფორმაციის წყარო.

კომიტეტის პოლიტიკურ მოძრაობად დაფუძნება, სამართლებრივად, მოწვეულმა ნოტარიუსმა მერი მერაბიშვილმა გააფორმა. თავად მერაბიშვილის უწყებას კი კომიტეტის დაფუძნებისთვის დიდი ყურადღება არ დაუთმია.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=130