დმანისში, რეჟისორმა ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დაიწყო
,, მოვკვდები სიმართლისთვის! აქ, დმანისის მერიის წინ, მათი ვიდეო კონტროლის ქვეშ, პარკინგზე ვიქნები ჩემს მანქანაში და ვიშიმშილებ მანამდე სანამ უდანაშაულო პატიმრები არ გათავისუფლდებიან, ვიშიმშილებ სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება!
მხოლოდ ჩემი თვალით რა დარღვევებიც ვნახე დმანისში, ისიც კი საკმარისია ახალი არჩევნების დასანიშნად!
ბოდიშს ვუხდი ოჯახის წევრებს და მეგობრებს, ვინც ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ამ პოსტიდან იგებენ!
უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა უსამართლობას ვეგუებოდით! “- წერს სოციალური მედიის გვერდზე, რეჟისორი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ჩხვიმიანი.
ჩხვიმიანი არის მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაცია “შეხვედრის ადგილი” დამფუძნებელი. ის ასევე, საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობდა, როგორც დამკვირვებელი. არჩევნების დღის შემდეგ ჩხვიმიანმა დაწერა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა.
” ხმის მიცემა არ იყო ფარული! არჩევნები არ იყო საყოველთაო! არჩევნები არ იყო თანასწორი! არჩევნები არ იყო თავისუფალი! საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრები აირჩევიან საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით“ – ლაშა ჩხვიმიანი.
QvemoQartli.ge