გოგონები დაბა კაზრეთში პოზიტიური ცვლილებებისთვის
ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაბა კაზრეთში პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიზანია დაბაში მცხოვრები გოგონების/ქალების გააქტიურება – ადგილობრივ დონეზე პოზიტიური ცვლილებებისთვის. პროექტის მონაწილეებს უტარდებათ შემდეგი თემატიკის ტრენინგები:
- სამოქალაქო საზოგადოება ტრენინგები იმართება პრეზენტაციის, დოკუმენტური ფილმების ჩვენების და დისკუსიის ფორმატით);
- საინიციატივო ჯგუფების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა;
- ადვოკატირების ფორმები;
- ადვოკატირების ფარგლებში მოლაპარაკებები, კონსულტაციები და შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მედიის, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან;
- განცხადებების გავრცელება და საკუთარი პოზიციების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
- საინფორმაციო კამპანიების წარმოება და მხარდამჭერების მოპოვება.
- ეფექტური ადვოკატირების კამპანიების წარმართვისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების საბაზისი პროფესიული უნარები;
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა უკვე დაიწყეს ადვოკატირების კამპანიები. მათ დაბაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შესაქმნელას, მოსახლეობისგან კოლექტიური წერილები შეაგროვეს და მიმართეს, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე ჯანდაცვის სამინისტროს. მათი სურვილია, ასევე დაბაში მეტი ყურადღება დაეთმოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულირაზაციას. აქტივობებს გეგმავენ ამ მიმართულებითაც.
ამ ეტაპზე კი მათ აქცენტი დაბაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის შექმნაზე აქვთ. დასახელებული პრობლემა რეალურია, რადგან სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში, მისი ლოდინი დაბის მოსახლეობას სულ ცოტა 15-20 წუთი უწევს. დაბას ემსახურება ქალაქ ბოლნისის სასწრაფო სამსახური, რომელსაც კაზრეთში ჩამოსასვლელად აღნიშნული დრო, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე სჭირდება. კაზრეთს ქალაქ ბოლნისიდან 18 კილომეტრი აშორებს.
QvemoQartli.ge