გიწვევთა შეხვედრაზე: ცვლილებები შრომის კოდექსში – გენდერული ასპექტები

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში.

რა მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა კოდექსში და როგორია მათი გენდერული ასპექტი, ამ თემებზე სასაუბროდ, ონლაინ ფორმატით, შეხვედრა 7 ოქტომბერს  გაიმართება, ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორისთვის.

შეხვედრაზე, მომხსენებლები შემდეგ საკითხებზე ისაუბრებენ: დისკრიმინაციის აკრძალვა, სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; სტაჟირება; შრომის ხელშეკრულების ვადა და ფორმა; დეკრეტული შვებულება და ქალთა დაცვის გარანტიები; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი. 

სპიკერები: ესმა გუმბერიძე, გიორგი ტალახაძე

მოდერატორი: მანონ ბოკუჩავა

ტექნიკური დეტალები შეხვედრის შესახებ:

ზუმის პლატფორმის დახმარებით, შეხვედრა 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება 13:00 საათამდე.

დასწრების მსურველებს გთხოვთ, ღონისძიების დღეს, გადახვიდეთ აღნიშნულ ბმულზე

https://us02web.zoom.us/meeting/register/tZMpdO6hpj8iHtDjCgRBHzivkF_WzNmOY5Zi

Meeting ID: 874 3798 4844

წინასწარი რეგისტრაციის გასავლელად,  7 ოქტომბრამდე, თქვენი სახელი-გვარი, ორგანიზაციის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სახელწოდება, აღნიშნულ ელ.მისამართებზე გამოაგზავნეთ:

irmazurabashvili@gmail.com

Manonbokuchava@gmail.com

დღის წესრიგი:

11:00-11:10 – მონაწილეთა რეგისტრაცია

11:10-11:40 – მომხსენებელი გიორგი ტალახაძე

თემა: დისკრიმინაციის აკრძალვა; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი; შრომის ხელშეკრულების ვადა და ფორმა

11:40-12:10 – დისკუსია

12:10-12:40 – მომხსენებელი, ესმა გუმბერიძე

თემები: სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; სტაჟირება; დეკრეტული შვებულება და ქალთა დაცვის გარანტიები 

12:40-13:00 – დისკუსია

[მომზადდება შეხვედრის ვიდეო ჩანაწერი. კითხვების შემთხვევაში შეგვმართეთ 598 508 510]

ღონისძიება იმართება პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.