გარდაბნის #1 საარჩევნო უბანთან ორმოცდაათამდე მოქალაქე დგას (ვიდეო)
გარდაბნის #1 საარჩევნო უბანთან ორმოცდაათამდე მოქალაქე დგას. ამბობენ, რომ უბანთან “უბრალოდ ისე” დგანან. უბნის თავმჯდომარე შოთა სახვაძე აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს რა ხდება უბნის გარეთ და არც საპატრულო პოლიციის გამოძახებას გეგმავს. ამავე უბნაზე უკვე დაწერილია ერთი საჩივარი. საიას დამკვირვებელი საჩივარში წერს, რომ მოქალქემ გაფერადებული ბიულეტენი აჩვენა ერთ-ერთ დამკვირვებელს და შემდეგ შეუშვა აპარატში.
QvemoQartli.ge