გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს
მიმდინარე წლიდან, გარდაბნის საკრებულო სხდომის ოქმებს აღარ აქვეყნებს. მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, საკრებულოს სხდომის ბოლო გამოქვეყნებული ოქმი, 2021 წლის იანვრით თარიღდება.
„ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილობითი მოსაზრება ფორმდება საკრებულოს სხდომის ოქმით. ამ ოქმში აისახება განსახილველი საკითხის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოზიცია და სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებები.
საკრებულოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება, ოფიციალურ ვებგვერდზე, ხელს უწყობს საკრებულოს გამჭვირვალე მუშაობას. ასევე აქვს პოტენციალი გაზარდოს საკრებულოს მუშაობის მიმართ მოქალაქეების ინტერესი.
საკრებულოს სხდომის ოქმების, ვებგვერდზე გამოქვეყნება, წარმოადგენს „თვითმმართველობის ინდექსის“ ერთ-ერთ კრიტერიუმსაც. როდესაც საკრებულო არ/ვერ უზრუნველყოფს აღნიშნულს, მას ინდექსის შესაბამის ველში 0-ქულა ეწერება.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით