გარდაბაში სოფელ ქესალოს საარჩევნო უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება
QvemoQartli.ge-ს წყარო დაუკავშირდა ინფორმაციით რომ სოფელ ქესალოში ელექტროენერგია ჩაქრა და შესაბამისად, დენის გარეშე რჩება საარჩევნო უბანიც.
ელექტროენერგიის პრობლემას ადასტურებს გარდაბნის საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარე, ნოდარ ბერუაშვილი. აცხადებს, რომ ხმის მთვლელი აპარატები ელექტროენერგიის გარეშეც მუშაობს და პრობლემაც რამდნეიმე წუთში უნდა მოგვარდეს. დასძენს, რომ აპარატებს არ აქვთ პრობლემა, მაგრამ რადგან ღამდება უბანზე განათების საჭიროება არსებობს.
QvemoQartli.ge