ბოლნისში ISFED-ის რეგიონული ოფისი იწყებს მუშაობას

ქალაქ ბოლნისში  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) რეგიონალური ოფისი გაიხსნა, რომელიც ფარავს ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების 11 მუნიციპალიტეტს (რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი).

რეგიონული ოფისის მიზანია:

  • მუნიციპალიტეტებში ISFED-ის წარმომადგენლების მეშვეობით პროექტებით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელება, მუნიციპალიტეტებისა და ოლქების დონეზე შესრულებული საქმიანობების მონიტორინგი;
  • რეგიონში მიმდინარე პროცესებზე თვალის მიდევნება, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება;
  • ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა დემოკრატიის პრინციპები, არჩევნები, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა, დეზინფორმაციის გავლენები და სხვა;
  • საქმიანობის ეფექტიანობის მიზნით რეგიონში პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ადგილობრივი პროექტების განხორციელება;
  • რეგიონულ დონეზე მედიასთან, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად პროექტების დაგეგმვა-განხორციელება.

„ ოფისი სათანადოდაა მოწყობილი იმისათვის, რომ რეგიონში დაგეგმილ მნიშვნელოვან შეხვედრებს უმასპინძლოს. ასევე საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ ოფისი ტრენინგებისთვის და სხვა ტიპის შეხვედრებისთვის.

ივნისში, ISFED-ის ბოლნისის რეგიონულ ოფისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაც იგეგმება. მათ შორის, პროექტის “საუბრები დემოკრატიაზე“ ფარგლებში, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.

ასევე, იგეგმება ტრენინგები მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით 55+ ასაკის მოსახლეობისთვის“ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED).

ISFED-ის ოფისი ბოლნისში ნიკოლოზ მოსიაშვილის 10 ნომერში მდებარეობს. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ლია ნოღაშვილი.

ტელ.: 577497448;

tbilisi@isfed.ge

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ერთ-ერთი ყველაზე ფართო რეგიონული ქსელის ქსელის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაარსდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგი განეხორციელებინა.

წლების მანძილზე “სამართლიანი არჩევნები” საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებს დააკვირდა და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანა ქვეყანაში საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების, საარჩევნო და პოლიტიკური გარემოს გაკეთილშობილებისთვის. ორგანიზაცია მუშაობს 6 რეგიონული ოფისისა და 73 რაიონული წარმომადგენლის მეშვეობით.

QvemoQartli.ge