ბოლნისში შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

„შშმ პირების საჭიროებების ასახვა სოციალურ სერვისებში  გამოწვევები და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა“ -ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მერიაში. ღონისძიებას ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის „პარტნიორობა თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ნანუაშვილი უძღვებოდა.

მოხსენების ფარგლებში, საუბარი შეეხო შშმ პირთა საჭიროებების ასახვის საუკეთესო პრაქტიკებს, პოლონეთსა და შვედეთში. განიხილეს, ამჟამად ბოლნისის და რუსთავის თვითმმართველობებში არსებული სოციალური სერვისები.

ღონისძიების ორგანიზატორი „ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge” გახლდათ. აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში:  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის.“ პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი,  ქვემო ქართლის მედია და „პირველი ევროპელი.“

 

QvemoQartli.ge