ბოლნისში ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მასთან გამკლავების გზებზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახში, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე და მასთან გამკლავებს გზებზე, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას, ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე უძღვებოდა. მსმენელებს ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებზე/ნიშნებზე, ამოცნობისა და მასთან გამკლავების გზებზე ესაუბრა.
ყურადღება გამახვილდა იმაზეც, თუ როგორ გავლენას ახდენს ამგვარი ძალადობა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ითქვა, რომ ძალადობის აღნიშნული კატეგორია ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ძნელია მისი დამტკიცება, მსხვერპლი კი ითმენს რადგან ურთიერთობა მისთვის ძვირფასია – ხშირად კი ვერ აცნობიერებს, რომ უკეთეს მოპყრობას იმსახურებს.
ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები შესაძლოა იყოს: მსხვერპლის საჭიროებების ადეკვატურობის კითხვისნიშნის ქვეშ დაყენება, კონტროლი მის სოციალურ წრეზე, სიტყვიერი დამცირება, მისი მოსაზრების სისტემატიური უგულებელყოფა და სხვა.
ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში „ Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.
112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი
14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი
116-006 ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი
QvemoQartli.ge