ბოლნისში სოციალურ სერვისებსა და მოწყვლადი ჯგუფების მედიაში გაშუქებაზე იმსჯელეს

„ სოციალური სერვისებისა და მოწყვლადი ჯგუფების გაშუქება  ქართულ მედიაში“ ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქალაქ ბოლნისში. ღონისძიებას ექსპერტი მედიის საკითხებში ნათია კუპრაშვილი უძღვებოდა. მოხსენების ფარგლებში, საუბარი შეეხო თვითმმართველობის კომპეტენციაში არსებულ სოციალურ სერვისებს და მედიის მიერ მოწყვლადი ჯგუფების გაშუქების სტანდარტებს. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო სექტორი, ადგილობრივი მედია და საჯარო უწყებების, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, დაესწრნენ. შეხვედრა ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW-ს ოფისში გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი „ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge” გახლდათ. აქტივობა განხორციელდა პროექტის ფარგლებში:  „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის.“ პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია CENN-ი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად:  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი,  ქვემო ქართლის მედია და „პირველი ევროპელი.“

 

QvemoQartli.ge