ბოლნისში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

22 ივლისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 2021 წლის, ინდექსის შედეგების გაცნობა/გაანალიზება – არსებული გამოწვევების დასაძლევად რეკომენდაციების გაცემა. შეხვედრაზე, თვითმმართველობის ექსპერტმა მერაბ ცინდელიანმა მონაწილეებს გააცნო „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“, როგორც ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც წარმოაჩენს, თვითმმართველი ერთეულების მიღწევებს და არსებულ გამოწვევებს. ინდექსის 2021 წლის შედეგების თანახმად, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ჩამორჩება ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტს და მისი შედეგები ამგვარია:

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 12%;

ელექტრონული მმართველობა – 21%;

მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – 3%;

შეხვედრაზე აღნიშნული სამივე კომპონენტი დეტალურად განიხილეს. ექსპერტი განმარტავდა, რომ რიგი მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა და ინფორმაციის არ/ვერ გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც როგორც საკრებულოს ასევე მერიის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების
ხარისხი უარყოფითად არის შეფასებული.

ბოლნისის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს ექსპერტმა განუმარტა, რომ თვითმმართველობის ინდექსის იდეა და ყველაფერი რასაც აღნიშნული მექანიზმი აკვირდება, მიმართულია მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისა და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის.

ღონისძიებაზე შეთანხმდნენ, ბოლნისის საკრებულოს და მერიის სამუშაო ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობაზე თვითმმართველობის ექსპერტთან. შეირჩა ჯგუფიდან მთავარი საკონტაქტო პირები
და დაიგეგმა უახლოესი კვირების სამუშაო.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა პროექტის ფარგლებში: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის“, რომელსაც ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ ახორციელებს პარტნიორობით „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან“ ერთად.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითები