ბოლნისის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობს
ბოლნისის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაჩვენებს. მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, აღნიშნული ჯგუფის მუშაობის შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა, შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მერიის საშტატო ნუსხა;
- ტენდერების შესახებ ინფორმაცია;
- განთავსდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი;
- ვებგვერდზე ხელმისაწვდომია გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია;
- ვებგვერდზე განთავსდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურა (ე.წ. ხე);
- ასევე განთავსდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგისა და საჯარო სკოლების შესახებ ინფორმაცია;
- გამოქვეყნდა მერიის სოციალური პროგრამა;
- ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ;
- სოციალური პროგრამის, სტუდენტური სტიპენდიებისა და სპორტული სტიპენდიები წლების მიხედვით დაიყო და სტატისტიკა გენდერულ ჭრილში დამუშავდა;
- სრულყოფილი გახდა მუნიციპალიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია;
- გამოქვეყნდა პრიორიტეტული დოკუმენტები, სტრატეგიული გეგმები;
- გამოქვეყნდა „სოფლის განვითარების პროგრამის” ოქმები;
- გამოქვეყნდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ სრული ინფორმაცია;
ბოლნისის მერიის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა პროექტის ფარგლებში: „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება – რეგიონული მედია და სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის.“ ჯგუფის წევრები მუშაობენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების გაუმჯობესების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. მათ სამუშაო პროცესში კონსულტირებას უწევს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, მერაბ ცინდელიანი.
სამუშაო ჯგუფისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს პერიოდში ბოლნისის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებდა შემდეგი კატეგორიის ინფორმაცია:
- მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები სრულყოფილად;
- ინფორმაცია სანებართვო სერვისების შესახებ;
- სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ოქმები;
- გენდერული თანასწორობის საბჭოს 2022 წლის ოქმები;
- ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ;
- მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდს საჯარო ინფორმაციის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობა დაემატება;
- დეკემბერში საიტზე განთავსდება საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი;
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მონაცემების მიხედვით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის შეფასება 13%-ი იყო. ინდექსი შეისწავლის, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, ისე წარმომადგენლობით ორგანოს გამჭვირვალობას და მოქალაქეების მიმართ ანგარიშვალდებულების ხარისხს.
თვითმმართველობის ინდექსის ბოლო ანგარიშის თანახმად, ბოლნისის მერია 14%-ით, ხოლო საკრებულო 12%-ით ფასდებოდა. შემდეგი ანგარიშისთვის შეფასების ეტაპი, 2023 წლის, თებერვალში დაიწყება.
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით