აქციის მონაწილეებმა ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ოპოზიციამ კარვები გაშალა. დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. გადაკეტილია ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირი.

ადგილზე ამ დროისთვისაც კარვები კვლავ გაშლილია.

“თავისუფლება ავიღოთ ხელში” ეს და ამ სულისკვეთების ბანერებით არის ტერიტორია მოცული. აქციაზე იმყოფებიან ახალგაზრდები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. “ეს იყო წინააღმდეგობის აქტი” ასე უწყოდა აქციას, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ დღეს 19:00 საათზე გააცნობენ საზოგადოებას შემდეგ მოქმედებებს.

ფოტო: ტატო ბასილაია

QvemoQartli.ge