ასურეთი – მთავარი გამოწვევა ისევ ძალაშია
თუ ოფიციალურ მონაცემებს ვენდობით, დაახლოებით ათასამდე ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის დასახლებაში.ასურეთი, თეთრიწყაროს სოფლების უმრავლესობასავით ერისა და ბერისგან დავიწყებული არ არის. აქ, ხშირად ჩამოდიან მთავრობის წარმომადგენლები. მიზეზი, ასურეთის რეაბილიტირებული, ან უფრო სწორედ, ახლაც რეაბილიტაციის ეტპზე მყოფი გერმანული წარსულის დასახლებაა.ასურეთში მოხდა გზის რეაბილიტაცია და ამჟამად მიმდინარეობს შვაბების ქუჩაზე მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს პირვანდელი სახით აღდგენა.
თუმცა ასურეთში ბედნიერი ცხოვრებისთვის ეს არ არის საკმარისი. დასახლებას, რაც ადგილობრივებს თავი ახსოვთ, სასმელი წყლის პრობლემა აქვს. სასმელ წყალს აქაც, მოსახლეობის ნაწილი, მეზობელი სოფლის ჯორჯიაშვილის მსგავსად ყიდულობს. უჩივიან ტექნიკური წყლის (ადგილობრივები ასე უწოდებენ წყალს, რომელიც მიეწოდებათ) მიწოდების გრაფიკსაც. შესაბამისად, გრაფიკით გამოშვებული ტექნიკურ წყალს ოჯახებში ბაკებით და ბიდოებით აგროვენენ. აქ, წყლის მარაგის შესანახი რკინის, თუ “პლასტმასის” კონსტრუქციები თითქმის ყოველ ოჯახშია.დასახლების მთავარ პრობლემაზე საუბარს მედიასთან აქაც ერიდებიან. ვინ და რა ძალებით ახერხებს ამ ადამიანების დაშინებას თეთრიწყაროში, ჩვენთვის გამოცანად რჩება. მითუმეტეს იმ მთავრობის პირობებში, რომელიც წინა მორბედი ადამიანის უფლებების ხელყოფის დიდი შეცდომების, შეგად მოვიდა..შესაბამისად, ჩვენი რესპონდენტები მათივე სიმშვიდისთვის სახელების და გვარების გარეშე, გიზიარებენ დასახლების პრობლემას.
” სასმელ წყალს ბავშვებისთვის ვყიდულობ. როდესაც ქვიმა მოდის, ეს წყალიც მღვრიეა..სხვას რაც შეეხება გვაქვს ბუნებრივი აირიც და ელექტროენერგიაც. წყალს კი ბაკებით ვაგროვებთ. გვაქვს მატორები, რომლის დახმარებითაც მერე ამ შეჰრივილ წყალს აბაზანაში და სარეცხად ვანაწილებთ”- საუბრობს ადგილობრივი.მისი მეზობლებიც გვიდასტურებენ, რომ თავადაც ყიდულობენ სასმელ წყალს და პრაქტიკულად ვერავინ სვამს იმ წყალს, რომელიც მიეწოდებათ.რაც შეეხება მიწოდების გრაფიკს, ამბობენ რომ ამ მხრივ ეს ბოლო კვირებია მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ე.წ ტექნიკური წყალი ახლა მათ სახლებშიც და ე.წ არხიც უხვადა.
თუმცა არის მასთან დაკავშირებული პრობლემაც. სახლების წინ არსებულ ე.წ არხებში ჩამავალი წყალი ანტისანიტარიის ბუდეა, შეიგრძობა მძაფრი სუნიც. დასახლებაში გვიხსნიან, რომ შვაბების წუჩაზე მოაწყვეს კანალიზაციის სისტემა, თუმცა ნინოშვილის წუჩის “არხის” მასზე დაკავშირები (სულ რამდნეიმე მეტრი აშორებს) არ მოხდა. შედეგად უხვი ნალექის დროს ნინოშვილის ქუჩა, არსებული დაქანების გამო, ირეცხება და პრაქტიკულად გაუვალი ხდება.
ასურეთის პრობლემაზე თეთრიწყაროს ადგილობრივი ხელისუფლება კომენტარს არ აკეთებს. შესაბამისად, რა ხარისხის წყალი მიეწოდება დასახლებას, სამომავლოდ რა იგეგმება ამ გამოწვევის დასაძლევად უცნობი რჩება.
მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
QvemoQartli.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით