არა რუსულ კანონს – აქცია მარნეულში

დღეს მარნეულში ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა აქციით გამოხატა პროტესტი „რუსული კანონის“ მიმართ. მსვლელობა მარნეულის სტადიონიდან მარნეულის მერიამდე გაიმართა.

საჯარო უწყებასთან აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში მყოფ ადამიანებს მოუწოდეს თავადაც დაგმონ „რუსული კანონის“ მიღების მორიგი მცდელობა. თითოეული გამომსვლელი ხაზს უსვამდე იმ გარემოებას, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის არა ადამიანთა მცირე ჯგუფს, როგორც ხელისუფლება მას წარმოაჩენს, არამედ მთელი ქვეყნის მომავალს.

შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის ნაწილი ასევე, აქტიურად არის ჩართული თბილისში მიმდინარე საპროტესტო ღონისძიებებში.

QvemoQartli.ge