ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake news) შესახებ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში გაზარდოს მგრძნობელობა/ცნობიერება ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ.

პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შემდეგი თემატიკის ტრენინგები:

  • პროპაგანდის მეთოდები თანამედროვე სამყაროში; (ტრადიციულ მედიასთან ერთად, პროპაგანდის ტრიბუნა ხდება სოციალური ქსელები – შესაბამისად, ამ საკითხზე ახალგაზარდებისთის ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია)
  • ანტიდასავლური პროპაგანდა; 
  • საქართველო, როგორც რუსული პროპაგანდის სამიზნე; 
  • პროპაგანდასთან ბრძოლა – ყალბი ფოტოს, ვიდეოს და სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის გამოაშკარავება. (კონკრეტული რეკომენდაციები; არსებობს ათობით ინტერნეტრესურსი, რომელთა გამოყენებითაც ტექნიკურად ადვილი დასადგენია ფოტოს-ვიდეოს რედაქტურების კვალი; ასევე სპეციალური მახასიათებლები აქვთ სოციალურ ქსელებში ე.წ ტროლების გავრცელებულ პოსტებს, რაც მათ გამოაშკარავებას შესაძლებელს ხდის)

ტრენინგების კურსი უკვე 25-მა მარნეულელმა ახალგაზრდამ გაიარა. მათთვის პროექტის ფარგლებში გაიმართა ანტიდასავლურ პროპაგანდაზე ესსეების კონკურსი. საუკეთესო ესსე პროექტის მონაწილემ ედგარ მაზმანიანმა მოამზადა. საინტერესო ნამუშევარი ჰქონდა ასევე მარად ბოლქვაძეს. ორივე მათგანმა პროექტისგან სიმბოლურ საჩუქრად „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ბარათები მიიღო. ასევე ორგანიზაციამ ორივე მათგანს მოუმზადა სარეკომენდაციო წერილი, სადაც აღწერა პროექტში მათი ჩართულობა, გაწეული ძალისხმევა და გამოვლენილი უნარები. კურსზე დასწრების სერტიფიკატები კი პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა.

პროექტი ხორციელდება „საქართველოსუსაფრთხოებისდაგანვითარებისცენტრის“ (GCSD) ფინანსური  მხარდაჭერით.

ედგარ მაზმანიანის ესსე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ..