„ალტ ინფოსა“ და ქვემო ქართლის ტელევიზია TV4-ს შორის დადებული ხელშეკრულება

ორგანიზაციამ Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი კომუნიკაციების კომისიისგან თავისი წერილის საპასუხოდ, მიიღო ინფორმაცია დოკუმენტზე, რომელზე დაყრდნობითაც დაიწყო თანამშრომლობა „ალტ ინფოსა“ და TV4-ს შორის.

„ალტ ინფოსა“ და TV4-ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:

„ შემსრულებელი აცხადებს, რომ გაუწევს დამკვეთს სატელევიზიო სტუდიური სახის საეთერო პროდუქციის მომზადების უზრუნველყოფის მომსახურებას, ექვსი თვის განმავლობაში და უზრუნველყოფს ამ პროდუქციის არაპირდაპირი ტრანსლაციის ფორმატს, ტელეკომპანიის, ბრენდული სახელით – „ტვ4”-ის საეთერო სივრცეში. გადაცემების საერთო ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 5 საათისა, ხოლო გასვლის დრო განსაზღვრული – დანართი #1-ში მითითებული მედია გეგმის მიხედვით.

გადაცემის სახელები, მხარეთა შეთანხმებით, გახლავთ შემდეგი: დღის სიახლეები, დღის კომენტარი, ალტერნატიული ხედვა, ეკონომიკური ალტერნატივა, ფოკუსის მიღება, განსხვავებული აზრი, საუბრები ფილოსოფიაზე, გეოპოლიტიკის დრო. ყველა სახის შესაბამისი ვიდეო-აუდიო მასალა დამზადდება ერთობლივად, მხარეთა საკუთრებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ და ადამიანური რესურსის ბაზაზე“.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა უფლება მოვალეობა ამგვარად არის შეთანხმებული:

„ შემსრულებელი იღებს ვალდებულებას კეთილსინდისიერად შეასრულოს პუნქტ #1-ში აღწერილი ვალდებულებები, ხოლო დამკვეთი ვალდებულია დროულად გადაიხადოს ხელშეკრულებით დადგენილი გადასახადი 1 000 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, უნაღდო ანგარიშსწორების სახით, ყოველთვიურად“.

 

 

ინფორმაციის წყარო: Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი

QvemoQartli.ge