#აკონტროლე – რუსთავის მუნიციპალიტეტის ტენდერები

რუსთავის პრობლემების ხუთეულში თუ არა, ათეულში მაინც შედის, ქალაქის საბავშვო ბაღებში არსებული ადგილების სიმცირე. ყოველ წელს, ბაღში ბავშვების რეგისტრაციისთვის, ონლაინ მარათონი იმართება. მშობლები, ახლობლები, მეგობრები, ცდილობენ როგორმე წამებით დაასწრონ სხვას და დაარეგისტრირონ ბაზაში საკუთარი, თუ სხვისი შვილი. ადგილები არ არის საკმარისი და ბავშვების ნაწილი სკოლამდელიაღზრდის გარეშე რჩება. ბაღის გარეშე დარჩენილთა რაოდენობა, ყოველ წელს, საშუალოდ 1 000-ზე მეტია.

და ეს სულაც არაა ერთადერთი პრობლემა.. უკვე დიდი ხანია, საბავშვო ბაღებში მომუშავე ადამიანების ანაზღაურება, არ არის მათი შრომის ადეკვატური. აღმზდელების და მათი თანაშემწეების დამატების და შრომის გადანაწილების საჭიროება, დღეს არა ერთ საბავშვო ბაღში დგას.

გამოწვევის საპასუხოდ,  2017 წლიდან განხორციელდა რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული N10 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა.

ამ ღონისძიებამ, ცხადია, ქალაქის პრობლემა ვერ მოაგვარა.

ასეთი სირთულეების ფონზე, ახლა წლის ბოლოს, დროებით დახურული ბაღების და პანდემიის მეორე ტალღის დროს, რუსთავის მერიამ, ქალაქის საბავშვო-ბაღების ნაწილის, ეზოების კეთილმოწყობა გადაწყვიტა. ამისთვის საერთო ჯამში ნახევარ-მილიონზე მეტი – 598 968 ლარამდეა გათვალიწინებული. შესაბამისი, ტენდერებიც გამოაცხადეს.

აქვე, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ საბავშვო ბაღების ეზოები დაზიანებულია, ადგილ-ადგილ აცვენილია ძველი ასფალტი, არ არის ბორდიურები,  მწვანე საფარი მოუწესრიგებელია, სახეზეა შემოღობვის პრობლემაც – ცალკეულ დაწესებულებებში. რეაბილიტაციას საჭიროებენ, ხშირ შემთხვევაში, ის ოთახებიც სადაც ბავშვები მთელ დღეს ატარებენ. თუმცა ახლა ჩვენ ეზოებზე უნდა ვისაუბროთ.

160 363 ლარი, ეს არის თანხა, რომელიც სატენდერო პირობების თანახმად განკუთვნილია #11 და # 27 საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოები ითვალისწინებს ბეტონის საფარის მოხსნას, ნაშალის გატანას, გზის ვაკისის მოსწორება, ბიტუმის [ფისოვანი ნივთიერებათა საერთო სახელწოდება] მოსხმას, ბორდიურების და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას.

მსგავსი ტიპის სამუშაოები, შესრულდება რუსთავის #36-ე საბავშვო-ბაღის ეზოშიც. აღნიშნულისთვის მერიას, 144 803 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აქვს გამოცხადებული.

ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება, 137 230 ლარის ფარგლებში, რუსთავის #23 და #33 საბავშვო ბაღებში. შესაბამისი ტენდერიც, გასულ კვირას, გამოცხადდა და წინადადებების მიღება 11 დეკემბერს იწყება. აგრეთვე, იგეგმება რუსთავის #22 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა, რომლის საწყისი ღირებულებაც შეადგენს 156 572 ლარს.

რუსთავში #36 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური მოთხოვების  1.1 პუნქტში ვკითხულობთ:

„ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 289 606.00 ლარი“

რუსთავში #11 და #27 საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური მოთხოვების  1.1 პუნქტში ვკითხულობთ:

„ პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.  2017 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 320 726.00 ლარი.“

რუსთავში #23 და #33 საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური მოთხოვების  1.1 პუნქტში ვკითხულობთ:

„პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 274 460.00 ლარი.“

ქ. რუსთავში #22 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების ტექნიკური მოთხოვების  1.1 პუნქტში ვკითხულობთ:

„პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 313 144.00 ლარი.“

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით