ადამიანებს ურეკავენ და სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან – ოქტაი ქაზუმოვი
წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, სხვადასხვა დარღვევებსა და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ოქტაი ქაზუმოვი:
„ ამომრჩევლის დაშინება სახეზეა. ძირითადად, ურეკავენ ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით. არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. ასევე, ვინმეს თუ აქვს პირობითი ან ნათესავი ჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი გამოშვების სანაცვლოდ ითხოვენ ხმების მობილიზებას.
ოფისთან დაკავშირებით იყო ფაქტები, როდესაც მოლაპარაკებების შემდეგ უკან იხევდნენ ადამიანები, რადგან მათ ურეკავდნენ და აშინებდნენ. გარდა ამისა, პლაკატების ჩამოხევის ფაქტებიც დაფიქსირდა იორმუღალოში, საგარეჯოში და დმანისში“ – ოქტაი ქაზუმოვი, „კოალიცია ცვლილებისთვის.“
ოქტაი კარდაკარის დროს მომხდარ შემთხვევაზეც საუბრობს:
„ მცხეთის მუნიციპალიტეტში იყო ერთი შემთხვევა, როდესაც სოფლის რწმუნებულის მოადგილე ცდილობდა, რომ ხელი შეეშალა კარდაკარის პროცესისთვის. ჩვენ დაველაპარაკეთ, მოსახლეობაც წინ აღუდგა მის ამ მცდელობას. თავისი პოზიციონირებით უნდოდა დაეშინებინა ამომრჩეველი. ჩვენ დეზინფორმაციაში გვდებდა ბრალს.“
QvemoQartli.ge