04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის – 24; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 8; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების -1; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 13; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 8; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები ოცამდე მუნიციპალიტეტსა და თბილისის რაიონებში.

ანგარიშში მოხვდა  ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლენილი შემთხვევებიც.

მარნეული

28 სექტემბერს, სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს და ფეხში დაჭრეს. დაზარალებულს თავდამსხმელიარ დაუნახავს. ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებენ. მარნეული-გარდაბნის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან აღნიშნა, რომ დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ იპოვეს ტირის თოფიდან ნასროლი ტყვიაც. იმამყულიევის თქმით, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტები ცდილობდნენ საარჩევნო მასალისა და ბანერის გაკვრას, რის საშუალებასაც მმართველი პარტიის მხარდამჭერები და თვითმმართველობის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. პარტიას ზედამხედველობის სამსახურმა ერთი დღის ვადა მისცა უკანონო მშენებლობის (ბანერის აღმართვის) დემონტაჟისთვის. ეს შემთხვევაც მაშინ მოხდა, როდესაც მათი აქტივისტი საარჩევნო ბანერს აკრავდა. პოლიციისადმი მიმართვის მიუხედავად, მას საქმის გამოძიების დიდი იმედი არ აქვს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

ბოლნისი

27 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მმართველიპარტიის მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ოპოზიციის თქმით, თავდამსხმელებს შორის იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა. დაპირისპირების დაწყებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილის თქმით, თავდამსხმელები სავარაუდოდ,ფხიზლები არ იყვნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდნენ ჰაერში, სავარაუდოდ, დაშინების მიზნით და არავინ დაშავებულა. მმართველი პარტიის კანდიდატის, გოგი მეშველიანის თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს რომლებიც სოფელ ნახიდურში აგიტაციას ეწეოდნენ, თავს დაესხა ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელი არიფი უსუპოვი, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად და გამოყენებული იყო ხელკეტები, რის შედეგადაც ორი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დმანისი

15 სექტემბერს, დმანისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „პროგრესი დათავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის მომხრეებს თავს დაესხნენ. ოქრიაშვილი მომხდარს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობასა და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დმანისი

16 სექტემბერს, სოფელ ნახიდურში, ოპოზიციისა და მოსახლეობის შეხვედრის შემდეგ,„მთავარი არხის” ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის „ქართული ოცნების“ დეპუტატი საკრებულოში ვუგარ ისაევი დაჭრით დაემუქრა და უთხრა „არჩევნები დამთავრდეს და მე შენ აქ დაგიძახებ სულ სხვა სიტყვებს გეტყვი მიდი იმუშავე ნაციონალებზე”. ისაევმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან განაცხადა, რომ მასსა და ჟურნალისტს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოდის, დეპუტატმა ინტერვიუ სოფელში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით მისცა, მაგრამ ეთერში მიკერძოებული სიუჟეტი გავიდა. ისაევის თქმით, 16 სექტემბერს, რამდენიმე თანასოფლელთან ერთად იდგა საჯარო შეხვედრის ადგილთან ახლოს და ჟურნალისტმა დანახვისთანავე დაჟინებით მოსთხოვა ინტერვიუ, რაზეც უარი უთხრა რადგან მიკერძოებულ ჟურნალისტთან კომენტარს არ გააკეთებდა. დეპუტატის თქმით მან წასვლა დააპირა, მაგრამ ჟურნალისტი დაჟინებით მოჰყვებოდა ფეხდაფეხ და პროვოცირებას ცდილობდა, რასაც თვითმხილველებიც ჰყავს.

გარდაბანი

პარტია „ევროპული საქართველოს” რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 12 სექტემბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ ვაზიანში „ევროპული საქართველოს“ შტაბის მოხალისეებს, ხელისუფლების წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები მიუგზავნა, რომლებიც ყვირილითა და შეძახილებით ცდილობდნენ ხელის შეშლას. ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, აქტივისტებს შავი ჯიპით, ლევან მენახშირიშვილი აედევნა და დავალებებსაც ის გასცემდა. „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი დაუკავშირდა ლევან მენახშირიშვილსაც, რომელიც უარყოფს რაიმე ფორმით ინციდენტში მონაწილეობას და აღნიშნავს, რომ ის შეხვედრის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ლევან მენახშირიშვილი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულია მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტის პოზიციაზე.

რუსთავი

„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის თქმით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 7 სექტემბერს, პარტიის მოხალისეებს, რომლებიც გაზეთებს არიგებდნენ, მასალები წაართვეს. მან ფაქტის შესახებ მიმართა სამართალდამცავებს.

ბოლნისი

22 სექტემბერს, ბოლნისში, ოპოზიციონერთა ოფისები შეღებეს და დააზიანეს. უცნობმაპირებმა წითელი საღებავით უხამსი ნახატები და წარწერები დატოვეს ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატის კახა ოქრიაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების კედლებზე. მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს პოლიციას.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კახა ოქრიაშვილის შტაბის უფროსმა უთხრა, რომ ოფისთან დაყენებულ ვიდეო კამერაზე ჩანს 3 ნიღბიანი და სამედიცინო პირბადიანი მამაკაცი,ამის შემდგომ კი, ხილვადობა იკარგება, რადგან კამერა დააზიანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის ოფისის წარმომადგენლის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ჯგუფები, რომლებიც მსგავს საქმიანობებს ჩადიან. ასევე, იმ დღეს, მთელს ქალაქში ჩამოხიეს ოპოზიციური პარტიის კანდიდატების პლაკატები. ორივე ოფისში, მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რუსთავი

პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბესო ჩუბინიძეფეისბუქ გვერდზე – ბესო ჩუბინიძის ბლოგი – საუბრობს თავის კამპანიაზე „ვაჩუქოთ ბავშვებს ღიმილი”, ამ კამპანიის ფარგლებში ის მოუწოდებს ყველას მოიტანონ სხვადასხვა ნივთები მის საარჩევნო შტაბში, სადაც ამ ყველაფრის შეგროვება, შეფუთვა და განაწილება მოხდება შეჭირვებული ბავშვებისათვის. კანდიდატის თქმით, მას არ აინტერესებს ამ ქმედებით კანონი ირღვევა თუ არა.

რუსთავი

300 რუსთაველი სტუდენტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, რაც 11 სექტემბერსგახდა ცნობილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აღნიშნავენ, ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრია, 2018 წელს – 33, ხოლო 2019 წელს – 157 მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ერთჯერადად დაფინანსდა. გასაცემი თანხა ქულების შესაბამისად 800-დან 1200 ლარამდეა.

დმანისი

8 სექტემბერს, დმანისში, ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა დმანისი-წალკის მაჟორიტართან და ბოლნისი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.

QvemoQartli.ge

Related Posts

რუსთავის აზოტის პირველადი პროფესიული კავშირი, სადაც 400-მდე დასაქმებული გაწევრიანდა

ვიდეოში მოისმენთ ინფორმაციას პროფესიული კავშირის მნიშვნელობაზე, რუსთავის აზოტის პირველად პროფესიულ კავშირზე და  საწარმოებში არსებული გამოწვევებზე. რესპონდენტები:  თამაზ დოლაბერიძე მეტალურგიული, სამთო...

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

მარნეულში ადგილობრივი ოპოზიციონერები სამართლიან არჩევნებს ითხოვენ

მარნეულში ,, ქართული ოცნების” ოფისმა დაიწყო მუშაობა. მის ოფიციალურ გახსნას ჟურნალისტები არ დასწრებიან, რადგან ინფორმაცია ამის შესახებ მედიას არ ჰქონდა....

მედიაწიგნიერების გამოწვევები – ბოლნისის საინფორმაციო რეალობა

სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ვებგვერდი შექმნა. ამაზე მარტივია, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც პოსტების სახით შეგიძლია...

სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წერილი შარლ მიშელს

დიდი მადლობა თქვენ და ევროკავშირის ელჩს იმ ძალისხმევისა და უწყვეტი ჩართულობის გამო, რასაც თქვენ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ძირითადი თავისუფლებების...

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი. საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა...

#გავიგუდეთ

მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს. ამ მეორე...

ვახტანგისში, მოსახლეობის ნაწილს, კორონავირუსის არსებობის არ სჯერა / Vaxtanqisidə əhalinin bir qismi koronavirusun varlığına inanmır

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ვახტანგისი – განსაკუთრებული ტერიტორიული მდებარეობით გამოირჩევა. ვახტანგისთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის. თემში 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ძირითადი შემოსავლის...

დამკვირვებელი “ოცნებას” საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის დამკვირვებელმა, თეონა იაკობიშვილმა საჩივარი დაწერა. იაკობიშვილის თქმით, დღის პირველ-ნახევარში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა...

„გირჩი“ რუსთავის 81-ე უბანზე ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახდენს (ვიდეო)

რუსთავის 20-ე საარჩევნო ოლქის 81-ე უბაზე, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი, უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახორციელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის...

ეკონომიკური ძალადობა ქალებზე

ორგანიზაცია “საფარმა“ კვლევის ფარგლებში შეისწავლა ეკონომიკური ძალადობის ფორმები და მისი შედეგები. კვლევის თანახმად ეკონომიკური ძალადობა სერიოზულად აზიანებს ქალის ფიზიკურ და...

“დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთში

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია,...

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის...

პირველად პოლიციაში – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

პრობლემა გასული წელს,  15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და მოზარდი გარდაიცვალა. ტრაგიკულ  შემთხვევას წინ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *