შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებს ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორი გაეცნო

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 82 ხმით, მიიღო ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში.

სწორედ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორისთვის გაიმართა. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ, შემდეგ საკითხებს:
დისკრიმინაციის აკრძალვა, სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური შრომა; სტაჟირება; შრომის ხელშეკრულების ვადა და ფორმა; დეკრეტული შვებულება და ქალთა დაცვის გარანტიები; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი. 

სპიკერები გახლდნენ: გიორგი ტალახაძე და ესმა გუმბერიძე.

ღონისძიება გაიმართა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება