05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

შპს “რუსთავის ფოლადმა“ 35ტ/ს ახალი ფოლადსადნობი ღუმელი ჯერ „ექსპლუატაციაში” ჩაუშვა და შემდეგ ნებართვის მოპოვებას ცდილობს

“რუსთავის ფოლადი” აგრძელებს პროცესს, რომლის მიზანიც წარმოების ექსპლუატაციის პირობების შეცვლაა. კერძოდ „რუსთავის ფოლადი“  ცდილობს, მოიპოვოს გარემოსდაცვითი დადებითი გადაწყვეტილება თავისი „ახალი“  35ტ/სთ ფოლადსადნობი ღუმელის საკითხზე. ეს ელექტრო ღუმელი საწარმოს წარმადობის, წელიწადში 440 000 ტონით გაზრდის საშუალებას აძლევს. ღუმელი შესაბამისი გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გარეშე დამონტაჟდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სულ მცირე სამი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს:

(1)  საწარმოს გზშ-სთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდა სამოქალაქო მოძრაობას “გავიგუდეთ”. საბოლოოდ, სამინისტრომაც წარმოდგენილი ანგარიში არასრულყოფილად/ხარვეზიანად ჩათვალა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წარმოების პროცესი შეწყვიტა.

(2) მიმდინარე წელს კი შპს “რუსთავის ფოლად“-მა, ისევ სცადა ახალი ღუმელის ამოქმედების საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მოპოვება. მას სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადების და წარდგენის საშუალებას აძლევს.

სკოპინგის (სკოპინგი არის პროცესი, რომელიც წინ უძღვის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის გზშ-ს მომზადებას) ანგარიშის დასკვნაში კი სამინისტრომ შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტები გამოყო, საწარმოსთან მიმართებით:

„ სკოპინგის ანგარიშის თანახმად, ახალი – 35 ტ/სთ წარმადობის ფოლადსადნობი ღუმელის სამონტაჟო სამუშაოები დამთავრებულია და მიმდინარეობს მისი სატესტო რეჟიმში გამოცდის პროცედურები, რაც გზშ-ის ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას და არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ანგარიშში ასახვას, ვინაიდან – ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე სააგენტოს წარმომადგენლის მიერ ადგილზე ვიზიტის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ახალი ელექტრორკალური ღუმელი უკვე ექსპლუატაციის რეჟიმშია. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე შემდგომი რეაგირების მიზნით ეცნობა სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს;

სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საწარმოს არაგეგმიური შემოწმებით დადგინდა, რომ აირული ჭრის სამუშაოები მიმდინარეობს ღია ცის ქვეშ, არაორგანიზებულად, რის შედეგადაც ხდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების არაორგანიზებული გაფრქვევა. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია გზშ-ის ანგარიშის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას;

სკოპინგის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია აირგამწოვი და აირმტვერგამწმენდი სისტემების შესახებ. სკოპინგის ანგარიშის შესაბამისად, საწარმოში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შესაბამისი წყაროები აღიჭურვება უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით, რომლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის – გაფრქვევის წყაროების, მონიტორინგს დაქვემდებარებული კომპონენტების, თვითმონიტორინგისთვის შერჩეული მეთოდის/ხელსაწყოს და სტანდარტის შესახებ გზშ-ის ეტაპზე საჭიროებს დაზუსტებას;

საწარმოში არსებულ სტრუქტურულ ერთეულში – მილსაგლინავ საამქროში აგრეგატ „დგან 400-ზე“ (წარმადობით 35 ტ/სთ) იწარმოება უნაკერო მილები. დანადგარის წლიური წარმადობა შეადგენს – 180 000 ტონას. წარმოქმნილი ნამწვი აირების გაფრქვევა ხდება 80 მ სიმაღლის საკვამლე მილის საშუალებით. დოკუმენტის თანახმად, საამქროს ტერიტორია უზრუნველყოფილია სააერაციო „ფანრებით“ და გამწოვი ვენტილაციის სისტემით, რაც საჭიროებს დაზუსტებას – ვინაიდან სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საწარმოს არაგეგმიური შემოწმებით დადგინდა, რომ მილსაგლინავ საამქროში არ არის ვენტილაციის სისტემა, საამქროს შენობაში გამოყოფილ მავნე აირების ორგანიზებული აირაციული ფარნებიდან ატმოსფეროში გაფრქვევისათვის;

საქმიანობა დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან კუმულაციურ ზემოქმედებასთან, რომელიც გამოიხატება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან, სატრანსპორტო ნაკადების ზრდასთან და ხმაურის გავრცელებასთან. ხმაურით მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების ქვეთავში აღნიშნულია, რომ საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის პროცესში ხმაურის გამომწვევი ძირითადი წყაროებია კომპრესორები და სატუმბი მოწყობილობები, რაც საჭიროებს დაზუსტებას – ვინაიდან საწარმოში განთავსებულია ისეთი მაღალი ხმაურწარმომქმნელი უბნები, როგორიცაა მაგალითად ჯართის მიღება-დამუშავების ობიექტი, მილსაგლინავი საამქრო და სხვ. მნიშვნელოვანია ასევე დაზუსტდეს სატრანსპორტო ნაკადების ზრდით მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების საკითხი და განხილული იქნეს არა მხოლოდ გზებზე ნაკადების შეფერხების, არამედ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოსალოდნელი ზემოქმედების ჭრილში’

საწარმოს პერიმეტრიდან უახლოეს მოსახლემდე მანძილი 50 მეტრს შეადგენს“ – ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებულ დასკვნაში.

(3) საწარმო თავის წარმოდგენილ სკოპინგის ანგარიშში  წერს, რომ დაამონტაჟებს თვითმონიტორინგის სისტემას, რომელიც კანონით წარმოადგენს მის ვალდებულებას, თუმცა არ უთითებს, თუ როდის მოხდება ეს.

„რუსთავის ფოლადის“ მომზადებულ სკოპინგის დოკუმენტში ვკითხულობთ:

„ ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებისა და ამავე ცვლილების საფუძველზე „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საწარმოში, მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შესაბამისი წყაროები აღიჭურვება უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით;

ქარხნის საქმიანობის პროცესში მოსალოდნელი ზემოქმედების თავიდან აცილება და რისკის შემცირება შეიძლება მიღწეულ იქნას ოპერირებისას საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების გამოყენებით. შემარბილებელი ღონისძიებების ნაწილი გათვალისწინებულია პროექტის შემუშავებისას;

საქმიანობის განხორციელების პროცესში უარყოფითი ზემოქმედებების მნიშვნელოვნების შემცირების ერთერთი წინაპირობაა დაგეგმილი საქმიანობის სწორი მართვა მკაცრი მეთვალყურეობის (გარემოსდაცვითი მონიტორინგის) პირობებში. გარემოსდაცვითი მართვის გეგმის (გმგ) მნიშვნელოვანი კომპონენტია სხვადასხვა თემატური გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადება, მათ შორის: შემარბილებელ ღონისძიებათა დეტალური გეგმა, ნარჩენების მართვის გეგმა, ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმა. მნიშვნელოვანია აღნიშნულ გარემოსდაცვით დოკუმენტებში გაწერილი პროცედურების პრაქტიკული შესრულება და საჭიროების მიხედვით კორექტირება-განახლება. აღნიშნული გეგმების შესრულების ხარისხი გაკონტროლდება გამოყოფილი გარემოსდაცვითი მენეჯერის მიერ,“- შპს რუსთავის ფოლადი.

მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რატომ არის დარწმუნებული გარემოს დაბინძურებაში მხილებული საწარმო, რომ დადებით გადაწყვეტილება მოიპოვებს?! სიტყვა დარწმუნებულს ვიყენებთ იმის გამო, რომ საწარმომ ისედაც ყოველგვარი დადებითი გადაწყვეტილების გარეშე, სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად,  35 ტ/სთ ფოლადსადნობი ღუმელის დაამონტაჟა და „ექსპლუატაციაშიც“ ჩაუშვა.

ვინ არის კომპანიის ოფიციალური მფლობელი

მიმდინარე წლის, 18 იანვრის მონაცემით, საწარმოს დირექტორი  ნუგზარ გიორგი კაჩუხაშვილია. იგი ორმაგი მოქალაქეა საქართველოსი და ამერიკის. საწარმოს 100% კი ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტოლანიუს ბიჰეერ“ (ბი.ვი., 24233341), რომლის რეგისტრაციის ადგილად “ნიდერლანდებია” მითითებული.

შპს „რუსთავის ფოლადი“ ამჟამად საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მოსაპოვებლად შემდეგ ეტაპზე გადადის. საწარმო ამზადებს გზშ-ს ანგარიშს და წარუდგენს საზოგადოებას. ანგარიშის განხილვა, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯაროდ უნდა მოხდეს. 

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქრება

საქართველოს რეგიონებში ასეულობით უყურადღებოდ მიტოვებული ძველი ტაძარია. მათი ნაწილისგან, დღეს ნანგრევებია დარჩენილი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ტაძრების გარშემო ტერიტორია შემოღობილი არაა....

ხაიში – შეშინებული რესპონდენტები და სოფლის მთავარი პრობლემა

491 ადამიანი ცხოვრობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში. მათი დიდი ნაწილი სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტია, ნაწილი კი შედარებით ახალი მოსახლე.უცნაურად თვალშისაცემია  სოფელში...

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების...

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

ბოლნისში სტრესის მართვასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში, სტრესის მართვის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ფსიქოლოგი თამარ გოგოლაძე სტრესზე და მასთან გამკლავების გზებზე...

რუსთაველებს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“ ელით –

რუსთავში ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი” იწყებს მუშაობას. პროექტი, რომელიც ,,ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” დაფინანსებით ხორციელდება  დემოკრატიული პროცესების ხელისშეწყობას ისახავს მიზნად. ცენტრი,...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

ტრენინგი: გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში და ქალთა შრომითი უფლებები

ტრენინგი მოიცავს საკითხებს: შრომის უფლების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა - მექანიზმები; დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში, დისკრიმინაციის

„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის

ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი 26%-ით გაუარესდა – ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო, 2021 წლის ინდექსის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტს 26%-იანი კლება აქვს,...

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, მე-3 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მითითებულია 55 500  ლარი. საქართველოს მთავრობის 121-ე...

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *