ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე შეხვედრა გაიმართა

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვემო ქართლში – მხარდამჭერი სახელმწიფო და სამოქალაქო რესურსები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა, დღეს რუსთავის „ქვემო ქართლის მედიის“ ოფისში. შეხვედრა, ქალთა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ძალადობის ფორმებისა და  მათთან გამკლავების რესურსების გაცნობას მიეძღვნა.

ღონისძიებას სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენელი ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანი გაუძღვა.

გვიდიანმა მსმენელებს, გენდერულ ჭრილში, არსებული მდგომარეობისა და მოქმედი დამცავი მექანიზმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, კითხვა-პასუხის რეჟიმში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც ისაუბრა, როგორიცაა: თავშესაფრები ძალადობის მსხვერპლთათვის, კრიზისული ცენტრები, შემაკავებელი და დამცავი ორდერები, თვითმმართველ ორგანოებში არსებული პროგრამები.

შეხვედრას, რუსთავის ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი, რუსთავის აზოტის პირველადი ორგანიზაციის პროფესიული კავშირის წევრები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ.

ღონისძიება, გაიმართა პროექტის ფარგლებში Her home – ქვემო ქართლში ქალთა ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის შექმნა“, რომელსაც „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge” ახორციელებს  „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

112 – გადაუდებელი დახმარების ცენტრი

14-81 სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი

116-006  ოჯახში ძალადობისგან დაცვის ცხელი ხაზი

 

QvemoQartli.ge