14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ქვემო ქართლში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სწავლობენ

თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე თუნდაც შენთვის უცხო ქვეყანაში დაიკარგო. ასე მარტივად  არ არის საქმე, ინტერნეტ სამყაროს შემთხვევაში. აქ შეიძლება „დაიკარგო“, შეიძლება მოგატყუონ და მეტიც, შეიძლება თავადაც გახდე „მატყუარა“.

როგორ?

როდესაც ონლაინ სივრცეში სქროლვის დროს, გზად გადაყრილი ყალბი ამბავი სიმართლედ გეჩვენება, არ დასვამ ლოგიკურ კითხვებს, არ/ვერ გადაამოწმებ და ისე გააზიარებ – ხდები პინოქიოსგან განსხვავებით, არც თუ უწყინარი, მატყუარების კლუბის წევრი.  

ტანკები აღარაა საჭირო ამა თუ საზოგადოებისთვის ზიანის მისაყენებლად, ალბათ, შენც გსმენია ამის შესახებ. ბრძოლის ველი ახლა მეტ-წილად, ციფრულ სამყაროშია და ბევრ მიზანმიმართულ კამპანიაზე დგას.

ყალბი ამბები და მიზანმიმართული პროპაგანდა წარმატებულად იყენებს, როგორც ინტერნეტ სივრცეს, ასევე ყველა ტიპის მედიის ტრიბუნას.

გამოსავალი?

იმისთვის, რომ არ დავიკარგოთ და არ გავხდეთ ამ კამპანიების მსხვერპლები უნდა ვიმეგობროთ მედიის ახალ დარგთან, რომელსაც მედია წიგნიერება ეწოდება.

„ დეზინფორმაცია, ყალბი ამბების გავრცელება, მედია პროპაგანდა, ამ პროცესებმა საფრთხე შეუქმნა ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოებას, მათ შორის ქართულ დემოკრატიას და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“-ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ [PEOPLE IN NEED].

ამ ჩეხური ორგანიზაციის  საქართველოს მისიამ, ინფორმაციასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემასთან საბრძოლველად, OWIS (One World In School) ის სასწავლო მეთოდოლოგიის მიხედვითა და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნა სახელმძღვანელო, რომლის ფოკუსი ადამიანის უფლებები და მედია წიგნიერებასთან დაკავშირებული გამოწვევებია.

ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც სწავლების პროცესში დოკუმენტური ფილმების გამოყენებას და ამ გზით კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას და მედია წიგნიერებაზე ინფორმაციის ამაღლებას გულისხმობს.

ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, 2020 წლიდან ახორციელებს პროექტს: „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით.“ პროექტი მხარდაჭერილია USAID-ის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.  პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში და სხვა სამიზნე ჯგუფებში მედია წიგნიერების ამაღლებას და ანალიტიკური უნარების განვითარებას. პროექტში ჩართულია რეგიონები: იმერეთი, სამეგრელო, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ახალგაზრდები, ქალები, ხანდაზმულები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

ქვემო ქართლში კონკურსის წესით შერჩეული სამი ორგანიზაციიდან ერთ-ერთი აიპ „ბოლნისის ენის სახლია“.

„ბოლნისის ენის სახლი” პროექტს ახორციელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში და მისი სამიზნე  აუდიტორიაა – ნახიდურისა და სავანეთის საჯარო სკოლების მასწავლებლები. პროექტის ფარგლებში თითოეულ ჯგუფთან ჩატარდა 5-5 დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია.


ტრენინგის პროცესი – ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი
სავანეთი

უკუკავშირი

ირმა ზურაბაშვილი-პროექტის მენეჯერი:

“ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიის შექმნამ, ყალბი ამბების გავრცელების პრობლემა კიდევ უფრო აქტიური გახადა. პროექტის ფარგლებში ვისწავლეთ  ფაქტების გადამოწმება და წყაროებთან მუშაობა. ვთვლი, რომ დღეს ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად” .

თაირა ტარტარაშვილი, „ბოლნისის ენის სახლის“ ფასილიტატორი სოფელ სავანეთში:  

„ მე გახლდით ხანდაზმულთა ჯგუფის ფასილიტატორი. მონაწილეებს გავაცანით პროექტი და დავიწყეთ სწავლება 5 ფილმის ჩვენებით. დიდი ყურადღებით და ინტერესით უყურებდნენ. ჩვენების შემდეგ ვმართავდით დისკუსიებს.  ეს იყო ჩემთვის და მათთვის საინტერესო და სასარგებლო პროცესი. გამოთქვეს სურვილი, რომ ახალგაზრდებისთვისაც  ჩავატაროთ მედია წიგნიერების შესახებ ტრენინგები“.

შუქურ ალიევი, „ბოლნისის ენის სახლის“ ფასილიტატორი სოფელ ნახიდურში:

„ ამ რეგიონში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა უყურებს ტელევიზიით ან სოციალური ქსელით facebook- ით სხვა ქვეყნების: აზერბაიჯანის, თურქეთის და რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს. მოგეხსენებათ, პროპაგანდა იქიდან დიდი დოზით მოდის.

მონაწილეები გვეკითხებოდნენ, თუ რა იყო პროპაგანდის მიზანი. მართავდნენ დისკუსიებს იმის თაობაზე, რომ თუ ეს პრობლემა დგას ევროპაშიც, რა უნდა გააკეთოს საქართველომ?! მოსახლეობას რეალურად აქვს ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ეს დიდი პრობლემაა, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. “

ვინც ტრენინგს ვერ დაესწრო

დოკუმენტური ფილმებით სწავლება არის ერთ-ერთი გამორჩეული და ეფექტური მეთოდი, რომელსაც ხშირად იყენებენ არაფორმალური განათლებაში. ფილმის როგორც აუდიო ვიზუალური საშუალება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია. მისი გამოყენებით შესაძლებელი ხდება ადამიანებისთვის სხვათა გამოცდილების გაზიარება, მათი ყურადღების მიპყრობა საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე.

ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ შექმნილ ვებ-გვერდზე literacydoc.ge , მარტივი რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლია გაეცნოთ შემდეგ ფილმებს:

პირველი არჩევანი

რეჟისორი: ბერენჯერ ფოგელი, ლინნ ლოფლერი.

უნგრეთი / 2014 / 25 წთ.

ფილმი წარმოგვიდგენს ორი ახალგაზრდა ქალის პორტრეტს, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას 2014 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში. მათი გაცნობის შემდეგ მაყურებელი იგებს, რომ ფილმის გმირებს მსგავსი ოცნებები, შიშები და იმედები აქვთ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ბოშაა, მეორეს კი, გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში ხმა მისცეს რადიკალურ მემარჯვენე პარტიას.

რა გაიძულებს დაწკაპუნებას

რეჟისორი: მარტეინ კიფტი / ნიდერლანდების სამეფო / 2016 / 47 წთ.

ეს არის დოკუმენტური ფილმი კომპანიების შესახებ, რომლებიც მუდმივად ავითარებენ თავიანთ ვებ-გვერდებსა და მარკეტინგულ სტრატეგიას სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მომხმარებლები დიდხანს დარჩნენ მათზე და მეტი თანხა დახარჯონ.

მსოფლიოში ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ატარებს დროს კომპიუტერის,პლანშეტის თუ მობილური ტელეფონის ეკრანთან. დღეის მდგომარეობით, მომხმარებლის ქცევა ინტერნეტში ხდება ყველაზე ძვირი მონაცემი, რომელსაც სოციალური მედია ყიდის მარკეტინგული მიზნით. არასდროს გიფიქრიათ, რატომ არის ფეისბუქი უფასო?!

სოციალური მედიაში თქვენი ყოფნის დროს ხდება მომხმარებელთა ონლაინ ქცევის შესწავლა, რაც დიდ კომპანიებს მოთხოვნის უკეთ გაანალიზებაში ეხმარება. თქვენი ინტერესები, საქმიანობა, რას პოსტავთ, სად იმყოფებით, წარმოადგენს თანამედროვე მარკეტინგის საშუალებას გააანალიზოს თქვენი ქცევა და მოთხოვნა. ეს ჩვევები კარგად არის ცნობილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არასდროს შეხვედრიხართ. მათ შესწევთ უნარი, წაიკითხონ თქვენი აზრები და განსაზღვრონ თუ სად და რაზე დახარჯავთ თქვენს ფულს. კომპანიები კი, რომლებიც ამ მონაცემებს ფლობენ, ციფრული ეპოქის წამყვანი კომპანიები არიან _ GOOGLE, Facebook, APPLE, Amazon. სწორედ, ისინი წარმოადგენენ დოკუმენტური ფილმის ,,რა გაიძულებს დაწკაპუნებას” ,,მთავარ გმირებს.”

ახალი ამბები

რეჟისორი: ტომაშ ბოიარი / ჩეხეთის რესპუბლიკა / 2018 / 33 ᲬᲗ.

დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სანდო ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც ჟურნალისტებს უზღუდავენ ახალ

ამბებზე წვდომას. მსგავსი მოვლენა მოხდა 2017 წლის მარტში, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი განცხადების გაკეთებას აპირებდა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია პრეზიდენტმა გააჟღერა პრაღის ისტორიულ ციხესიმაგრეში, მხარდამჭერებისა და მეგობრების ვიწრო წრეში, სადაც ჟურნალისტები არ იყვნენ დაშვებული. დოკუმენტალისტი ტომაშ ბოიარი, ორ სხვადასხვა რედაქციაში აკვირდება ჟურნალისტების ერთდღიან `ბრძოლას“ ახალი ამბების მოსაპოვებლად. ფილმი ასევე ეხმაურება ობიექტურობის საკითხს თანამედროვე ჟურნალისტიკაში.

გამო(მ)იწერე

რეჟისორი: ნიკოლას ვეული /დანიის სამეფო / 2018 / 49 წთ.

ინსტაგრამი – სოციალური მედიის ეს პლატფორმა რეალურ ბიზნესმოდელად იქცა, სადაც მოწონებები და მიმდევრები (ფოლოუერები) ვალუტაა. ქმნის თუ არა ეს ჩრდილოვან ეკონომიკას? რა არის რეალური და რა ყალბი? როგორ მუშაობს ალგორითმი? ვინ რჩება მოგებული? ვაჩნევთ კი ამას ჩვენი ეკრანების სქროლვისას? ფილმის “გამო(მ)იწერე“ რეჟისორი ნიკოლას ვეული იკვლევს ინსტაგრამის სამყაროს მომხმარებელთა დაბუსტულ (დიდი ოდენობით რეკლამის გაშვება ინტერნეტ-სივრცეში) ანგარიშებს, ფასიან კომენტარებს და ა. შ. ნიკოლასი განიხილავს ინსტაგრამის მარკეტინგის სტრატეგიას და მისი მთავარი ინსტურმენტის ინფლუენსარების (გავლენიანი ადამიანების) შექმნის მოდელს, რომელიც ციფრული ეკონომიკის ნაკლებად გამჭვირვალე მხარეს წარმოაჩენს.

გენერალური გეგმა

რეჟისორი: ოურის პაკალნიშ / ლატვია / 2016 / 52 წთ.

ფილმში ,,გენერალური გეგმა“ აღწერილია ის კარგად დაგეგმილი მეთოდები, რომელთა მეშვეობით რუსეთი ცდილობს თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე მაყურებელი ეცნობა იმ სახიფათო თამაშს, რომელსაც რუსული პოლიტიკური ძალები ეწევიან და სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ არა მხოლოდ პრორუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, სახელმწიფოსგან დაფინანსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკურად გავლენიანი პირები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც,რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგიის და ეროვნული სიამაყის გამო, საკუთარი ნებით იცავენ თავისი მშობლიური ქვეყნის ინტერესებს ევროპის ქვეყნებში. ჰიბრიდული ომის მიზანი არა სამხედრო ძალის დემონსტრირება, არამედ, საზოგადოებრივ აზრზე სისტემატური გავლენის მოხდენაა, როდესაც გავლენის აგენტის სასურველი ქცევა უალტერნატივოდ წარმოჩინდება. საგამოძიებო ხასიათის ფილმი წარმოგვიდგენს პოლიტოლოგებს, ისტორიკოსებს და ჟურნალისტებს, ასევე რუს ემიგრანტებს, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და აკრიტიკებენ კრემლის ძალისმიერ მეთოდებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის (R)

თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2 ₾, ...

მოქალაქემ, რუსთავის აზოტს, პროფკავშირების დახმარებით სასამართლო დავა მოუგო

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს ინფორმაციას, რომ 4 წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა. „ ვ. ბ. დასაქმებული იყო...

საწარმო, რომელიც გარემოს დაბინძურებაშია შემჩნეული, წარმოების გაფართოებას გეგმავს

თითქმის ყოველდღე,  რუსთავში ჰაერის ხარისხის დამდგენი ფონური სადგური გვაჩვენებს, რომ ჰაერში მყარი ნაწილაკების ოდენობა, ყოველგვარ დაშვებულ ზღვარს, სცდება. ამ სადგურის...

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ რუსთავში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე (ვიდეო)

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის მიმდინარეობას ადამიანის უფლებათა ცენტრი ქუთაისის, თელავის და რუსთავის საარჩევნო უბნებზე 9 დაკვირვებლით...

მარნეულის თვითმმართველობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი დაბალია

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 8 %-ით გაუარესდა. 2021 წელს, მუნიციპალიტეტის შედეგი 22% იყო, ხოლო...

„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების...

ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

ბოლნისის საკრებულოსთან „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის, 2021...

“როდესაც შენი მეზობელი სპილენძისა და ოქროს მომპოვებელი საწარმოა”

კვლევის მიზანია: ქალთა განწყობების შესწავლა საწარმო RMG-ის საქმიანობის მიმართ, არსებული პრობლემების გამოვლენა და საზოგადოებაში შესაბამისი დისკუსიების წარმართვა.

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს:  სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და  აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის-ახალგაზრდა სამოქალაქო  აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში. ...

რის ფასად დაუჯდება რუსთავს და სოფელ თაზაქენდს “რუსთავის ფოლადის” ახალი გეგმები (ვიდეო)

სულ მინდოდა პირადად მენახა ის ადამიანები, რომლებიც ისედაც მენდელეევის ფორმულად ქცეულ რუსთავის ჰაერს, კიდევ მეტად აბინძურებენ, ან გასცემენ ნებართვებს და...

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი...

სარგებლობს თუ არა ადამიანების გასაჭირით მმართველი პარტია – მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების დაკანონების იმედით

მოგეხსენებათ, სამართლიანი არჩევნები თავის თავში მოიცავს, როგორც არჩევნების დღესთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მოვლენების სამართლიანობას. ოქროს წესების სივრცე მოიცავს: თანაბარ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *