01.10.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს  აფასებს.  ინდექსის კვლევა 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და  სამ  ძირითად ბლოკს მოიცავს: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და  მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

ამ სტატიაში, სწორედ  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მოქალაქეთა მონაწილეობისა და  ანგარიშვალდებულების 2021 წლის შედეგებს განვიხილავთ.

რუსთავი 2021 წლის თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის   66%-იანი შედეგით ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზეა. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, 0 %-იანი მაჩვენებელი აქვთ  შემდეგ კრიტერიუმებში:

  • მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება;
  • მერის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
  • საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

რუსთავის მერიასა და საკრებულოს 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში – საერთო ჯამში: 61% ჰქონდა, 2019 წელს – 79%, ხოლო 2021 წელს 47%-ი.   რაც ნიშნავს იმას რომ  მუნიციპალიტეტის შედეგი 2017-21 წლებში 14%-ით გაუარესდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტს თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევის მიხედვით, რეგიონში ყველაზე დაბალი 13%-იანი მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ არც მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში ექნება მაღალი შედეგი.  2021 წელს აღნიშნული მიმართულებით  ბოლნისის ქულა  3%-ს შეადგენს.

რაც შეეხება გასული 3 წლის დინამიკას, ბოლნისის შემთხვევაშიც შედეგები გაუარესებულია და მაჩვენებელი 2017-21 წლებში 35%-ით შემცირდა.

2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების  ბლოკში ბოლნისის მერიასა და საკრებულოს 38%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა, 2019 წელს- 15%, ხოლო 2021 წელს შედეგი 3 %-მდე შემცირდა.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკში, ჯამში 12%-იანი მაჩვენებელი აქვს.  ბოლნისის მსგავსად  გარდაბანსაც თითქმის ყველა მნიშვნელოვან კრიტერიუმში 0%-იანი  მაჩვენებელი აქვს .

  • მოქალაქეთა მონაწილეობა – 6%:
  • ანგარიშვალდებულება – 27%.

2019-21 წლების შედეგების მიხედვით გარდაბანში 19%-იანი ნეგატიური დინამიკა შეინიშნება.  ჩატარებული 3 კვლევის მონაცემების მიხედვით, 2017 წელს მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში გარდაბანს 31% ჰქონდა, 2019 წელს-18%, ხოლო 2021 წელს-12%.

რაც შეეხება წალკისა და დმანისის 2021 წლის შედეგებს. თვითმმართველობის ინდექსის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკის მიხედვით, ამ მიმართულებით წალკასა და დმანისს თანაბარი, 18-18%-იანი მაჩვენებელი აქვს.

2017-2021 წლებში წალკაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი 3%-ით, ხოლო დმანისის მაჩვენებელი 9%-ით გაუარესდა.

წალკისა და დმანისის  მუნიციპალიტეტების მერიასა და საკრებულოს 0%-იანი შედეგები აქვს შემდეგ კრიტერიუმებში:

  • მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ საკუთარი ინიციატივით წარმოდგენილი რეკომენდაციების/ინიციატივების რაოდენობა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის მერის მიერ განსახილველად სავალდებულო საკითხების/დოკუმენტების წარდგენა;
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ინფორმაციული მხარდაჭერა;
  • მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენება;
  • მერის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა;
  • საკრებულოს წევრის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.

რაც შეეხება მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს, ინდექსის მიხედვით 2021 წელს, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში მარნეულს 25%, ხოლო თეთრიწყაროს 14% აქვს.

მოქალაქეთა მონაწილეობის კრიტერიუმში მარნეულს 24% , თეთრიწყაროს 5% , ხოლო ანგარიშვალდებულების კრიტერიუმში მარნეულს 28%, ხოლო თეთრიწყაროს 39% აქვს.

ინდექსის გასული 3 წლის კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი 8%-ით, ხოლო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შედეგი 2%-ით გაუარესდა.

ამრიგად, ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევის მესამე, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ბლოკის ნაწილში, შვიდივე მუნიციპალიტეტის შედეგი გასული 3 წლის მანძილზე გაუარესდა.

 

ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

 

 

 

Related Posts

რუსთავის მერს მოქალაქეების მიღების დღეები არ აქვს

QvemoQartli.ge-ს დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ თვეებია, უშედეგოდ, ცდილობენ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრას. მსგავსი შინაარსის კომენტარები, ასევე, გვხვდება რუსთაველების...

ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია

2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ...

H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე

ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“

რუსთავი წინასაარჩევნოდ – „სისხლიანი ბანერი“ და ოპოზიციის დაზიანებული საარჩევნო პოსტერები

ბანერი „სისხლიანი ლაქებით“ უკვე რუსთავშიცაა. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – ამ სიტყვებს ფონად „სისხლის ლაქები“ ადევს. ბანერზე გამოსახულნი...

თვითმმართველობის მთავარი პრინციპი სისტემატიურად ირღვევა

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტებმა არაერთხელ მოამზადეს სტატიები იმის თაობაზე, რომ რუსთავის თვითმმართველობა საკარებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს...

ევროპული სასწავლო პროგრამა, როგორც ხიდი საერთაშორისო განათლებისკენ

„ორი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას – ეს შეუძლებლად მიმაჩნდა. ვფიქრობდი, რომ...

მუნიციპალური ინსპექციის უფლებები შესაძლოა გაიზარდოს

პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტი ითვალისწინებს კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების გაზრდას. კერძოდ ინიციატივის თანახმად...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

Sinopharm-ით ვაქცინაცია ქვემო ქართლში

მოცემულ მომენტში, Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რიგები შეივსო რუსთავში. ვაქცინაციისთვის ადგილები დარჩენილია მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში და თეთრიწყაროში. შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინით,...

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი...

გარდაბნის 64-ე და 52-ე უბნებთან ხალხმრავლობაა

გარდაბნის მუნიციპალიტეტისსოფელ ქესალოს 64-ე და 52-ე უბნებთან, მოქალაქეების სიმრავლეა. უბნის თავმჯდომარე მეხმან მურადოვი, აცხადებს რომ შეკრებილებს არაერთხელ მისცა შენიშვნა და...

თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაგალითზე

ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამები წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას. როგორ ხდება ამ პროგრამების შემუშავება? რომელი უწყება...

თელეთი – მუნიციპალური ტრანსპორტის და სასმელი წყლის მოლოდინში/Teleti – bələdiyyə nəqliyyatı və içməli su gözləntisində

2014 წლის აღწერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში 890 ადამიანი ცხოვრობს.  ამ სოფელშიც, ისევე, როგორც ქვეყნის არა ერთ დასახლებაში,  სიკვდილიანობის...

„წყალი, ადამიანის უფლებები და ადვოკატირება“ – ტრენინგი მარნეულისა და დმანისის უფროსკლასელებისთვის

UNICEF-ისა და ევროკავშირისა მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *