01.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი მიზანია სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და პარტნიორობის პროცესის წახალისება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს მოქალაქეების ჩართულობის გზების დახვეწა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაში..

აღნიშნული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ფატი შავაძეა.

ფატი უკვე შვიდი წელია მუშაობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში. გვიხსნის, რომ პროექტში ჩაერთო, რადგან სურდა მონაწილეობა მიეღო პროცესში, რომლის მიზანიც „მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და თანასწორი ცხოვრების უზრუნველყოფაა.“

ფატი შავაძე:  „ ამ ეტაპზე ჩართული ვარ მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში, პროექტში „ჩემი ხელის-უფლება“ მიღებული გამოცდილება, ასევე ინიციატივით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა, ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მოქალაქეებს, მათ შორის ახალგაზრდებს და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის –  მონაწილეობის მექანიზმის გაძლიერების გზით, რაც თავის მხრივ შესაძლებელს გახდის მუნიციპალური სოციალური (თუ სხვა სახის) პოლიტიკა დაეფუძნოს მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებს.“

შავაძე ამბობს, რომ არსებობს ხუთი  გარემოება, რაც განაპირობებს მოქალაქეთა რეალურ და წარმატებულ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ესენია: როცა მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა მათ ეძახიან და როცა მათ პასუხობენ.

„ჩემი ხედვა, რომელიც მიემართება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების გაუმჯობესების საკითხს, ეხება მეტი გამჭვირვალობისა და ურთიერთთანამშრომლობის ვალდებულების ასახვას, ასევე უფლებების, მოვალეობების და ანგარიშვალდებულების საკითხების მკაფიოდ განსაზღვრას, ორმხრივად“- ფატი შავაძე, პროექტის „ჩემი ხელის უფლება“ სამუშაო ჯგუფის წევრი.

მას უკვე ნაფიქრი აქვს იმ კონკრეტულ ცვლილებებზე, რომელსაც წარუდგენს საბჭოს სხვა წევრებს.

„ მაგალითად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულების მე-2 მუხლში მიზანი შესაძლებელია განისაზღვროს  მეტად მკაფიოდ – პირობითად „საბჭოს მიზანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გზით“.

აუცილებელია დებულებაში გაჩნდეს მუხლი ან ჩანაწერი საბჭოს გადაწყვეტილებების/რეკომენდაციების სამართლებრივი შედეგების შესახებ.

საბჭოს გადაწყვეტილება/რეკომენდაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და არ წარმოშობს შესასრულებლად აუცილებელ შედეგს, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოდან უნდა მოხდეს შესრულებული ან შეუსრულებელი რეკომენდაციის/წინადადების შესახებ არგუმენტირებული უკუკავშირის დაბრუნება. საბჭოს წევრებმა უნდა მიიღონ უკუკავშირი და დეტალური განმარტება, თუ რატომ არის ამა თუ იმ რეკომენდაციის თუ წინადადების გათვალისწინება შეუძლებელი ან მიზანშეუწონელი.

ასევე, ჩემი აზრით, აუცილებელია ჩანაწერის გაჩენა თვითმმართველობის მხრიდან, საბჭოს მუშაობის ხელშეწყობისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე“- ფატი შავაძე.

 

QvemoQartli.ge

ინფორმაცია მომზადდა პროექტის ფარგლებში “ჩემი ხელის უფლება”.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაციის ინიციატივა „ჩემი ხელის უფლება“ არის ნაწილი პროექტისა „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ PPSP, რომელიც ხორციელდება ASB Georgia, CHCA და KDRF-ის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Related Posts

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

ბოლნისის მერია „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობს

ბოლნისის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, უკვე კონკრეტულ შედეგებს გვაჩვენებს. მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე, აღნიშნული ჯგუფის მუშაობის შედეგად, ხელმისაწვდომი გახდა, შემდეგი სახის...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

წინასაარჩევნო გარემო ქვემო ქართლში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვებას აგრძელებს  „სამართლიანი არჩევნები“. სექტემბრის თვეს ორგანიზაციამ გამოავლინა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 7;...

„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას

COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი...

ახალ სამგორში არსებული ნაგავსაყრელი, რომელიც ნარჩენების ნაწილს სოფელს „უბრუნებს“ / Yeni Samqoridə yerləşən, tullantıların bir qismini kəndə “geri qaytaran” zibillik

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორს, ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრება ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ უწევს.  ადგილობრივების მთავარ თავსატეხს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის...

თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად...

Sinopharm-ით ვაქცინაცია ქვემო ქართლში

მოცემულ მომენტში, Sinopharm-ით ვაქცინაციის მსურველთა რიგები შეივსო რუსთავში. ვაქცინაციისთვის ადგილები დარჩენილია მარნეულში, ბოლნისში, გარდაბანში და თეთრიწყაროში. შეგახსენებთ, რომ ჩინური ვაქცინით,...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

“ ვგრძნობ, რომ უფრო დაცული ვარ“ – გოგონები სპორტის სამყაროდან

(მზიკო როსნაძე) ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არსებობას კვლავ აგრძელებენ. სპორტი, ერთ-ერთი სფეროა სადაც ეს, ალბათ, ყველაზე კარგად ჩანს.  საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,...

„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების...

ინდექსის თანახმად გარდაბნის მერიას გამჭვირვალობაში თავისი მუნიციპალიტეტის საკრებულო სჯობნის

ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი ვალდებულება, მოსახლეობასთან  აქტიური კომუნიკაცია და მათი ინფორმირებაა.  ადგილობრივი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია მოსახლეობას ჰქონდეს პასუხი ყველა კითხვაზე....

სარეზერვო ფონდის ხარჯვა პანდემიის დროს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა საქართველოს‌ ‌მთავრობის‌ ‌სარეზერვო‌ ‌ფონდის‌ ‌ხარჯვა‌ ‌პანდემიის‌ ‌დროს. კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად, ‌ ‌სარეზერვო ფონდის...

გუგუთი – ხელისუფლებისგან მივიწყებული საზღვრისპირა სოფელი / Ququti – hakimiyyətin unutduğu sərhədyanı kənd

დმანისის ნაქალაქარს რომ გასცდები, დაახლოებით ოციოდე კილომეტრში ბოლო სოფელია – გუგუთი. იქით უკვე სასაზღვრო გამშვები პუნქტია და სომხეთი იწყება.  ლოქის...

„დიდ დმანისში“ სასმელ წყალს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვენ/“Didi Dmanisi”də içməli su və dağlıq yaşayış məntəqəsi statusu tələb edirlər

ქვემო ქართლის არაერთი დაბა და სოფელი დგას სასმელი წყლის პრობლემის წინაშე. წლებია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების მიუხედავადლ, მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემების...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *