ფატიმა აგამალოვა – გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების პრობლემებზე
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს აწყდებიან. ამ ქალებს შორის გავრცელებულია ისეთი პრობლემები, როგორიცაა ენობრივი ბარიერები, სამუშაო შესაძლებლობების არარსებობა, მეწარმეობასთან დაკავშირებული სირთულეები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე კი რომელსაც აწყდებიან აზერბაიჯანელი ქალები საქართველოში, არის ენობრივი ბარიერი. არ იციან ქართული ენა, შესაბამისად პრობლემები ექმნებათ ურთიერთობაში და ექცევიან სოციალურ იზოლაციაში.
მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. ვფიქრობ, რომ ეს თემები არის მთავარი პრობლემა სოფელში. უპირველეს ყოვლისა, ქართულ ენის ცოდნის დაბალი დონე და კომუნიკაციის პრობლემა – როგორც ზემოთ აღვნიშნე. ამის გადასაჭრელად, ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას საგანმანათლებლო პროგრამები და ენის კურსები – გადაიდგას ნაბიჯები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ენობრივი ცოდნის ამაღლებისა და სოციალური ურთიერთობების გაძლიერებისთვის. ეს უნდა გახდეს ხელმისაწვდომი 35+ წლის ქალებისთვისაც.
ასევე, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მაგალითად ჩვენ სოფელ ბირლიკში არის, ჩემი აზრით, გამაჯანსაღებელი ცენტრის არარსებობა. ცენტრის, სადაც ქალებს შეუძლიათ სიარული და მისი მომსახურებით სარგებლობა. ეს მათ ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემდათ.
დიახ, მეც ამ სოფელში ბირლიკში მცხოვრები ქალი ვარ. მეც მქონდა სხვა სირთულეებიც: იმ ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, წყლის პრობლემა არის. ამ პრობლემას მხოლოდ მე კი არა, აქ მცხოვრები ყველა ქალი განიცდის. ასევე არ გვაქვს ავტობუსის გაჩერების, მოსაცდელი ობიექტი. ამის გამო, ზამთრის თვეებში სიცივეში ვიყინებით, ზაფხულის თვეებში კი ტრანსპორტის მოლოდინისას ჩრდილს ვერ ვპოულობთ.
ვფიქრობ პრობლემებზე საუბრით იწყება მათი მოგვარება და ეს ყველაფერი, ერთად განვითარებაში და გაძლიერებაში დაგვეხმარება.
ავტორი: ფატიმა აგამალოვა
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.