უკრაინის ქალაქ მარიუპოლში საოკუპაციო ძალებმა სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა სამხრეთ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა ჰოსპიტალი დაბომბეს. დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დაშავებულია 17 პირი, რომელთა შორისაც არის როგორც საავადმყოფოს პერსონალი, ისე პაციენტები. უკანაკნელი ცნობების თანახმად, დაბომბვას ბავშვები გადაურჩნენ.

ფოტოების წყარო: Fox News