06.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით – მარტყოფში ფილმის ჩვენება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, „ქვემო ქართლის მედიის“ მომზადებული დოკუმენტური ფილმის:  სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობა „მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრმა“ გაუწია. ჩვენება მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა.

ქსენოფობია, ჰომოფობია, მიზოგენია – ეს ის საკითხები იყო, რაზეც ფილმის ჩვენების შემდეგ ახალგაზრდებმა გაამახვილეს ყურადღება და დასვეს კითხვები.  დისკუსიას ულტრამემარჯვენე ჯგუფების მკვლევარი, ქეთევან მურღულია უძღვებოდა. ახალგაზრდები განათლების და კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. აქცენტი გაკეთდა, როგორც სამოქალაქო სექტორის ასევე, პირველ რიგში, სახელმწიფოს როლზე – გააკეთოს მაქსიმუმი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

შეგახსენებთ, რომ „ქვემო ქართლის მედია”-მ ულტრამემარჯვენე ნარატივების და საფრთხეების შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მასში საუბარია რადიკალური ჯგუფების საქმიანობაზე და იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც მათ სამოქალაქო სექტორი უწევს ქვემო ქართლის რეგიონში.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

ოპერატორი: ვახტანგ ბუაჩიძე

თარგმანი: აინურა ალიევა, თამარ ჩერქეზიშვილი

ფილმის რესპონდენტები არიან: მკვლევარი ქეთევან მურღულია, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ სამხარაძე და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა.

ფილმი მომზადდა „ფიფლ ინ ნიდ“-ის (PIN) მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.  მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

Related Posts

ექიმები ვაქცინაციის შესახებ/Həkimlər peyvənd barədə

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყველაზე დიდ მოლოდინს, ვაქცინის შექმნა წარმოადგენდა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევით, ვაქცინის დამზადება...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

თეთრიწყაროში შშმ ბავშვებისთვის დღის ცენტრის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ

პროფესიით იურისტი, ბელა გაზდელიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ცხოვრობს. ბელა თეთრიწყაროს სკოლაში მანდატურად მუშაობს. გავლილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან...

თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად...

მედიაწიგნიერების გამოწვევები – ბოლნისის საინფორმაციო რეალობა

სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი ვებგვერდი შექმნა. ამაზე მარტივია, ნებისმიერ სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა, სადაც პოსტების სახით შეგიძლია...

დიდი ქალაქების მეზობელი სოფლის პრობლემა / Böyük şəhərlərin qonşuluğunda yerləşən Poladaantkari kəndinin problemləri

ფოლადაანთკარში გზას, წყალს და საბავშვო ბაღს ითხოვენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი, დასახლებად 2008 წლიდან დაარეგისტრირეს. მანამდე, მეტალურგიული ქარხნის „დაჩების“ სახელით...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

GCSD-ი ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისთვის, დეზინფორმაციის ამოსაცნობად და ვაქცინაციის მხარდასაჭერად, ტრენინგებს მართავს

მარნეულსა და ბოლნისში, სკოლის მასწავლებლებისთვის,  საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგები საკითხზე: ,,როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ დეზინფორმაციას...

მალავდა „არალეგალურ“ სტამბას – გაიცანი პირველი ფემინისტები

„ ნუ, ფემინისტობ!“, „შენ რა, ბაია პატარაია ხარ?!“ – როგორც წესი, ასეთი ფრაზებით ცდილობენ „მომერიონ“, ქალების უფლებებზე კამათისას. რამდენი რამ...

რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობას გადაადგილების კუთხით პრობლემებს უქმნის

რუსთავში, შარტავას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადაადგილების კუთხით სირთულეებს უქმნის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. ადგილზე არ არის მოწყობილი ქვეითებისთვის დროებითი,...

პანდემია და სასმელი წყლის გარეშე მყოფი სოფელი / Pandemiya və susuz qalmış kənd

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი სამგორი, უკვე მრავალი წელია სასმელი წყლის მოლოდინშია. 800-მდე ოჯახს წლებია სასმელად ვარგისი წყლის ყიდვა უწევს.  ადგილობრივები...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

საწარმოში, რომელიც საერთაშორისო ბრენდებისთვის მუშაობს, ანაზღაურება თვეში 113 დოლარამდეა

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი დონეა, არსებობს რისკი დასაქმებული იაფ მუშახელად იქცეს. სწორედ, ამ და სხვა პოტენციური რისკების გამო QvemoQartli.ge თავისი...

ინდექსის მიხედვით გარდაბნის საკრებულო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულყოფილად არ აქვეყნებს

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 კვლევის მიხედვით  გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 53%-იანი შედეგი აქვს. თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის კვლევა სამ ძირითად...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *