23.01.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

სექსუალური შევიწროება საჯარო სამსახურში

ახალი კვლევის ანგარიში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით, CRRC-საქართველომ ჩაატარა, ავტორებმა საზოგადოებას წარუდგინეს. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი სპეციალიზებული კვლევაა და ამ დრომდე პრობლემის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად არ არსებობდა.

კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება საქართველოში გავრცელებული, მაგრამ დაფარული პრობლემაა. მის შესახებ შესაბამისი პირისა თუ უწყებისთვის ოფიციალურად მსხვერპლების მხოლოდ 10%-ს უცნობებია. გამოკითხულებს მიაჩნიათ, რომ თუ სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადებენ, ეს მათ კარიერაზე ნეგატიურად აისახება.

კვლევაში ასახულია საჯარო მოხელეების დამოკიდებულებები პრობლემაზე რეაგირებისა და შეტყობინების მექანიზმების შესახებაც. გამოკითხულთა 98% ფიქრობს, რომ ხელმძღვანელები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ, 95%-ს კი მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ჩამდენები უნდა დაისაჯონ. ამას გარდა, 94% აცხადებს, რომ უფლება აქვს, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადოს, 80%-ს კი მიაჩნია, რომ შეტყობინება ძალადობის შეჩერების შედეგიანი ხერხია. გამოკითხულთა უმეტესობას ურჩევნია, შეტყობინება უწყებაშივე შეძლოს.

კვლევის თანახმად, საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლები ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.

კვლევითი დოკუმენტის მიგნებებში, ცალკე არის გაანალიზებული და წარმოჩენილი  სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირებთან და შემსწრეებთან დაკავშირებული საკითხები. ირკვევა, რომ შემსწრეები უფრო დიდი ალბათობით მაშინ ერევიან, როცა დამნაშავე მათივე რანგის თანამშრომელია, ხოლო თუკი საქმე ზემდგომ პირს ეხება, ისინი ჩარევისგან, ჩვეულებრივ, თავს იკავებენ. ხოლო, იმ რესპონდენტთა ერთმა მეოთხედმა, რომლებსაც სექსუალური შევიწროება გამოუცდიათ, არჩია, არ დაეფიქსირებინა დამნაშავესთან საკუთარი ურთიერთმიმართება. დანარჩენი რესპონდენტების დიდმა ნაწილმა (დაახლოებით 40%-მა) კი სამუშაო ადგილის ხელმძღვანელი ან უშუალო ხელმძღვანელი დაასახელა პირად, ვინც ბოლო შემთხვევის დროს ავიწროებდა სექსუალურად. იკვეთება, რომ შემსწრეთა მხრიდან შეტყობინების გაკეთება ყველაზე ნაკლებად სასურველი ქმედებაა, როცა საქმე სექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება. შემსწრეთა მხოლოდ 3%-მა შეატყობინა ინციდენტის შესახებ სახელმწიფო ორგანოებს, ხოლო 6%-მა აღნიშნა, რომ არაფერი მოუმოქმედებია. უმრავლესობამ (62%) დააფიქსირა, რომ ემოციური მხარდაჭერა გაუწია მსხვერპლს.

კვლევითი ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, გამოწვევების დასაძლევად შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

რეკომენდებულია საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა.

საჯარო უწყებებმა უნდა განიხილონ სექსუალური შევიწროების შესახებ საჯარო მოხელეებისთვის რეგულარული და, თუკი ეს შესაძლებელია, სავალდებულო ტრენინგების ჩატარება სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფენომენის, კანონმდებლობის, რეაგირების არსებული მექანიზმებისა და შედეგების შესახებ მათი ინფორმირების უზრუნველსაყოფად.

საჯარო უწყებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებს სექსუალური შევიწროების საკითხების მიმართ ჰქონდეთ მაღალი მგრძნობელობა. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ მოხდეს მაგალითის მიცემა და საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წახალისება.

შეტყობინების წასახალისებლად, საჯარო უწყებებმა რეგულარულად უნდა ჩაატარონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები სექსუალური შევიწროების კანონმდებლობისა და პოლიტიკის შესახებ ინფორმირების გაზრდისთვის და როგორც მსხვერპლთა, ასევე შემსწრეთა მიერ შეტყობინების წასახალისებლად.

შეტყობინების წასახალისებლად საჯარო უწყებებმა უკეთ უნდა დაიცვან როგორც სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა, ასევე მოწმეთა კონფიდენციალობა.

სხვა საკითხებთან ერთად, სექსუალური შევიწროების პრევენციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია წახალისდეს საჯარო სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალთა დაწინაურება.

კვლევითი ანგარიში, სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

50 კილოიან ტომრებს ვეზიდები – ქალები ბოლნისის სურსათის ბაზრიდან

ბოლნისის სურსათის ბაზარში მყიდველზე მეტი მოვაჭრეა. კითხვაზე რა სირთულეები ხვდებათ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, ყველანი ქალბატონ მაგულისთან გვამისამართებენ. ქალბატონი მაგული,...

გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

დღეს, გარდაბანში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობას დამკვრელები ქმნიდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა გარდაბნის აღმაშენებლის ქუჩაზე საქართველოს დროშით ხელში ცხენით...

იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი

მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით...

270 000 ლარის ბედი გადასაწყვეტია

5 მარტს რუსთავის საკრებულოს სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჩვენ საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი ესაუბრა. – მთავარი საკითხი რაც განვიხილეთ...

რუსთავში კვლავ „ვიგუდებით“ / Rustavidə yenidən “boğuluruq”

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, განსაკუთრებით აქტუალურია რუსთაველებისთვის – ქვეყნის  სამრეწველო ქარხნების უმეტესი ნაწილი, რუსთავშია თავმოყრილი. საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, თუმცა...

რძის გადამამუშავებელ საწარმოში „წინწყაროს საკვირაო სკოლის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ახორციელებს პროექტს: სოფელ წინწყაროს ადგილობრივი ბიზნესი, თვითმმართველობა და სამოქალაქო საზოგადოება ეკომიგრანტი, კოდორიდან დევნილი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის – ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტთა საკვირაო სკოლა წინწყაროში.  პროექტის მიზანია გაზარდოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობა სოფელ წინწყაროს...

სარგებლობს თუ არა ადამიანების გასაჭირით მმართველი პარტია – მოქალაქეები საცხოვრებელი ფართების დაკანონების იმედით

მოგეხსენებათ, სამართლიანი არჩევნები თავის თავში მოიცავს, როგორც არჩევნების დღესთან, ასევე წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებული მოვლენების სამართლიანობას. ოქროს წესების სივრცე მოიცავს: თანაბარ...

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა  ითხოვდა ინფორმაციას  2010-2011 წ....

ყველაფერი ვაჟს – მემკვიდრეობის უსამართლო განაწილება

საქართველოს კანონმდებლობით, შვილებს მშობლების ქონებაზე, თანაბარი უფლებები აქვთ. თუმცა ამის მიუხედავად, არსებული მანკიერი ტრადიციების და შეხედულებების გამო, უმეტეს-წილად, მემკვიდრეობა ვაჟ...

თეთრიწყაროს „ოცნების“ მერობის კანდიდატი და საარჩევნო უბნის თავმჯდომარე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმეს

27 სექტემბერს, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს საჩივარი და „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატი, 23-ე საუბნო საარჩევნო კომისიის...

რასაც მემუქრებოდნენ ის დამმართეს – ოპოზიციის დაზარალებული მხარდამჭერი (ვიდეო)

20 სექტემბერს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერს ივანე გველესიანს, უცნობი პირი, ფიზიკურად გაუსწორდა. გველესიანი თავისტვინის შერყევით და სახის ძვლების დაზიანებით, სამედიცინო დაწესებულებაში...

საჯარო მოხელეთა საჯარო შემოსავლები

ქვემო ქართლის გუბერნატორის 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად მას არ ჰყავს მანქანა და ცხოვრობს დიღმის მასივში. გასულ წელს მისმა სახელფასო...

ივანიშვილთან ახლობლობა კერძო სკოლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმი” აღსაზრდელების გარეშე დარჩა. განათლების სამინისტროს, ავტორიზაციის ჯგუფმა სკოლას ავტორიზაცია შეუჩერა. შედეგად ,, მილენიუმის ” 152 მოსწავლე...

სარწყავი წყლის უქონლობა, მოუწესრიგებელი ცენტრალური და შიდა გზები – მთის ძირის უძირო პრობლემები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის “მთის ძირი”-ს დასახლება ემეზობლება, როგორც რუსთავს ასევე თბილისს. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც სოფელს ციხეებთან, რადგან #6 და #5...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *