04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა, წილად ხვდათ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული მათში საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს.

ლეილა ალიბეგაშვილი, პარტია „ევროპული საქართველო“- ს რუსთავის საკრებულოს წევრობის კანდიდატია. ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მათი ინფორმაციით რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კამპანიაში, ცესკოს მიერ, დროებით წევრებად არჩეული არიან საჯარო მოხელეები.

„ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც ცესკოს მიერ წარგზავნილი არის ორი კომისიის წევრი, რომლებიც მუშაობენ  რუსთავის მერიაში. ესენი არიან ხათუნა მამულაშვილი და სოფო მაჭარაშვილი. ასევე, ცესკოს მხრიდან წარგზავნილია წევრად მარიამ ლაცაბიძე, რომლის მამაც, ერეკლე ლაცაბიძე, მუშაობს რუსთავის ცურტაველის სახელობის ტერიტორიულ ორგანოში და არის ხელმძღვანელი აღნიშნული ერთეულის“,- საუბრობს ლეილა ალიბეგაშვილი.

QvemoQartli.ge დაინტერესდა აღნიშნული კანდიდატებით და მათი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ხათუნა გოშაძეს ესაუბრა.

გოშაძის განცხადებით სამივე წევრი წლების განმავლობაში მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლში. აქვთ მუშაობის გამოცდილება, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე საოლქო კომისიაში. საუბრობს, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ.

„ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება აქვთ ხათუნა მამულაშვილს და სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილს. სიმართლე გითხრათ, გამოკვლევები არ ჩაგვიტარებია მათ პოზიციებთან დაკავშირებით საჯარო სამსახურში.

მუშაობს ეს ხალხი საჯარო სამსახურში, როგორც მოგეხსენებათ ოლქში ეს სამუშაო დროებითია“,- ხათუნა გოშაძე.

მარიამ ლაცაბიძესთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ იგი გასულ  წლებში გახლდათ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ასევე თავმჯდომარე და ერთ-ერთი წარმატებული და პასუხისმგებლიანი თავმჯდომარე იყო.

თავად მარიამ ლაცაბიძე ამბობს, რომ მას საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია. სწავლის დასრულების შემდეგ კი დასაქმებული იყო სამოქალაქო სექტორში, ასევე როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სხვადასხვა არჩევნების დროს მუშაობდა. მარიამთან დაკავშირებით ვაზუსტებ სხვა დეტალსაც. მარიამის მამა, ერეკლე ლაცაბიძე, გახლავთ “ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი.

„ დიახ, მამაჩემი ერეკლე ლაცაბიძე არის პარტიულ სიაში, რის შესახებაც როგორც არსებული კანონმდებლობით მევალებოდა დავწერე განცხადება, 6 სექტემბერს და მივმართე ოლქს. აღნიშნული განცხადება დავწერე მას შემდეგ, რაც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა. მსგავს ვითარებაში, კანონით სხვა პროცედურების გავლა არ გვევალება, უბრალოდ, იმისთვის რომ არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი აუცილებელია განცხადებით მიმართვა, რათა მოხდეს აღნიშნულის გათვალისწინება“,- რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, მარიამ ლაცაბიძე.

საკითხზე კომენტარს აკეთებს რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ხათუნა მამულაშვილიც. ამბობს რომ აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის საფუძველზე მისი არჩევა, საარჩევნო ადმინისტრაციაში წლობით მუშაობის გამოცდილების შედეგია. ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან აფელირებული.

„ საჯარო სამსახურში რომ ვმუშაობდი ეს ახალი ამბავი არ იყო. ცესკოში გასაუბრებაც გავიარე და ეს თემა არსად არ იყო დაფარული. საჯარო სამსახურში მუშაობა მე არაფერში შემიშლის ხელს. ჩემი კომპეტენციის და გამოცდილების გამო დავინიშნე აქ. შედეგიც დაიდება და საბოლოოდ, ალბათ, ყველა ნახავს ვინ როგორი მიკერძოებული არის.. მე მაგის პრობლემა არ გამაჩნია და ისეთი სამსახურიც არაფერი მაქვს.. ვარ ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეულის უმცროსი სპეციალისტი. ახლა ვიმყოფები ფასიან შვებულებაში და ხვალიდან უფასოში გავალ. [ჩვენი საუბარი 9 სექტემბერს შედგა]

არაფერი არ არის დამალული. ყოველთვის ვიღაცა სადღაც მუშაობს, აბა უმუშევარი ხომ არ უნდა იყოს?! ისეთი სამსახური არა მაქვს, რომ რაღაც დამსახურების გამო მოეზღოთ“, – რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი ხათუნა მამულაშვილი.

კომისიის მეორე წევრი, რომლის მიმართაც გაკეთდა განცხადება სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილი აცხადებს, რომ მუშაობს რუსთავის მუნიციპალიტეტში და არის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

„ საჯარო სამსახურში მუშაობა ნამდვილად არ მიკრძალავს ვიყო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი. დაწერილი მქონდა ჯერ ფასიანი შვებულება და ახლა უკვე დაწერილი მაქვს უფასო შვებულება. ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ მაქვს. გამოცდილება მაქვს ოთხწლიანი. ვიყავი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და შემდეგ უკვე მთელი სამი წელი, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ოლქიდან ვიყავი არჩეული“, – რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი სოფო მაჭარაშვილი-რამიშვილი.

სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს, ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის საკითხს.

„სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშის თანახმად,  საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ კონკურსში, 370 პირი მონაწილეობდა, საიდანაც ცესკომ პირველადად 218 დროებითი წევრი აირჩია, ხოლო შემდეგ ერთი დამატებით. ცესკოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის 98 დროებითი წევრი (44.95%), ხოლო სრული შემადგენლობის უმრავლესობით − 120 წევრი (55.05%). კონკურსში მონაწილე 370 კანდიდატიდან გასაუბრება გაიარა 180-მა პირმა. საარჩევნო ოლქების 16.4%-ში კონკურენცია არ ყოფილა – 3 ვაკანსიაზე 3 განცხადება იყო წარდგენილი.

„ საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებად შერჩეულ პირთაგან მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სამსახურებსა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში არიან დასაქმებულები. რამდენიმე შემთხვევაში გამოიკვეთა პროფესიულ წევრებად შერჩეული პირების აფილიაცია/კავშირი მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან საკუთარი ან/და ოჯახის წევრების ამჟამინდელი ან უახლოეს წარსულში საქმიანობით“- ვკითხულობთ „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

43 წლის ფატიმა შაიბაზოვა დახმარებას ითხოვს

რუსთავში, ინტერნატების დასახლების ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში 43 წლის ფატიმა შაიბაზოვა ცხოვრობს. ის ამბობს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. შაიბაზოვას საცხოვრებელი ,,ბინა”  3კვ.მეტრია....

შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები

„შრომის კანონმდებლობის რეფორმა – გენდერული ასპექტები“ ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა დღეს „ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“-ს...

სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მრავალშვილიანი ოჯახები კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე

მრავალშვილიანი დედობა – ბედნიერებასთან ერთად უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ შრომასაც ნიშნავს. საქართველოში ბევრი შვილის ყოლა, თუ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ...

factcheck.ge – პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს

პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს ვერდიქტი: ყალბი ამბავი 2022 წლის 3 მარტს, პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ უკრაინაში...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს  აფასებს.  ინდექსის...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი 26%-ით გაუარესდა – ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო, 2021 წლის ინდექსის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტს 26%-იანი კლება აქვს,...

„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას

COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს

4 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ სამი საკითხი განიხილა: (1) რუსთავის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

რუსთავში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს

პარტია “საქართველოსთვის” ამ წუთებში მედიისთვის ბრიფინგს მართავს. მათი, რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები რუსთავში”მძიმედ მიმდინარეობს”. კანდიდატი ყურადღებას...

მოწონებული და დაწუნებული არქიტექტურული მიგნებები

დავინტერესდით რუსთაველების აზრით, რომელი ახალი ნაგებობა არის ქალაქის არქიტექტურაში მათთვის ყველაზე მოსაწონი. ასევე გვაინტერესებდა, რომელი არქტიტექტურული მიგნება არის რიგითი რუსთაველებისთვის...

ბოლნისის მერიაში „თვითმმართველობის ინდექსის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

23 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საჯარო მოხელეებისთვის „ადგილობრივ თვითმმართველობის ინდექსის“ და ბოლნისის...

რა ვიცით „ხანგრძლივი კოვიდის“ შესახებ და გვიცავს თუ არა მისგან ვაქცინაცია/“Uzunmüddətli kovid” haqqında nə bilirik və peyvənd bizi ondan qoruyurmu

Covid-19-თან დაკავშირებულ მრავალ საკითხს შორის, რომელთა შესახებაც მეცნიერებს მკაფიო პასუხი არ აქვთ, დაავადების სიმძიმე და ხანგრძლივობაა. ადამიანების ნაწილს ის უსიმპტომოდ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *