04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები – ერთნაირი სამუშაო განსხვავებული შრომის პირობები

კანონის წინაშე, ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს. თუმცა, ხშირად ეს უფლება, სწორედ კანონის მეშვეობით ირღვევა. ამის, მაგალითი შეიძლება იყოს, საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების, უფლებრივი მდგომარეობა. კერძოდ, ვისაუბროთ მასწავლებლებზე, რომლებიც როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებში, მსგავს სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ განსხვავებული შრომითი პირობები აქვთ.

კერძო სკოლის მასწავლებელი, მანანა გველესიანი, გვიყვება რომ საჯარო სკოლისგან განსხვავებით, კერძო სკოლაში დასაქმებული ქალები, ნაკლები პრივილეგიებით სარგებლობენ. არ აქვთ დეკრეტული შვებულების ის პლიუსები, რაც საჯარო სკოლის შემთხვევაშია. ასევე, როგორც ვიგებთ, უმეტეს შემთხვევაში, კერძო სკოლის პედაგოგებს ზაფხულში უხელფასო შვებულებაში უშვებენ.

„ საჯარო სკოლებთან შედარებით, კერძო სკოლის მასწავლებლები დაჩაგრულები ვართ ყველანაირად. არც ტრენინგები გვეხება, არც დაზღვევა გვაქვს, ზაფხულის შვებულებაც არ გვინაზღაურდება. რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებას, მხოლოდ, მთავრობა აფინანსებს. კერძო სკოლებში, თუ თვითონ უფროსის კეთილი ნება არაა, რომ რაღაც საჩუქრის სახით გაგიკეთოს, არ ხდება დეკრეტულის ანაზღაურება.

საჯაროშიც მაქვს ნამუშევარი და შეიძლება ითქვას, დღე და ღამესავით განსხვავდება პირობების მხრივ. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან, კერძო სკოლაში უფრო მცირე ვაუჩერი ეკუთვნის ბავშვს, ვიდრე საჯარო სკოლაში. შესაბამისად, ანაზღაურებაც მცირე გვაქვს“, – ამბობს მანანა გველესიანი.

„ ყველა კერძო სკოლაში, ზოგადად განსხვავებული სიტუაციაა. თუმცა, მე პირადად კერძო სკოლის ერთ-ერთ მინუსად, დეკრეტული შვებულების პირობები მიმაჩნია. ასევე, კერძო სკოლაში ზაფხულის ე.წ ანაზღაურება არ ხდება. მხოლოდ ის საათობრივი ანაზღაურება აქვს პედაგოგს რასაც ატარებს. ზოგადად კერძო სკოლაში, კონტრაქტი არის ცხრა თვეზე გათვლილი და მხოლოდ იმ საათებზეა პასუხისმგებელი დამსაქმებელი, რასაც ჩაატარებ.

ვიცი სკოლები, სადაც დასვენების დღეების გარდა, ზოგადად გაცდენილ დღეებსაც კი არ ანაზღაურებენ. საჯარო სკოლებში, ამ მხრივ პრობლემა არ არის, იქ მომუშავე მასწავლებლებს ჩვეულებრივი ფიქსირებული ხელფასი აქვთ“, – გვიამბობს კიდევ ერთი პედაგოგი,რომელიც კერძო სკოლაში ასწავლის.

„ მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლაში უფრო ნაკლები ბავშვია ვიდრე საჯაროში, კერძოში მუშაობა უფრო შრომატევადია, იმიტომ რომ, ზოგადად კერძო სკოლის მშობელი, უფრო მეტად მომთხოვნია ჩვენს მიმართ. ისინი, უხდიან თანხას სკოლას და კიდევ დამატებით რეპეტიტორთან ფულის გადახდა აღარ სურთ.“

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარეს, მაია კობახიძეს ვესაუბრეთ.

კობახიძე საუბრობს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურება, არა მხოლოდ კერძო სკოლებში, არამედ, საჯარო სკოლებშიც პრობლემაა. რაც შეეხება, ბიულეტენის და ორ თვიანი ზაფხულის შვებულების ანაზღაურებას, საჯარო სკოლის პედაგოგები ამ მხრივ უპირატესობით სარგებლობენ.

„ როგორც კერძოში, ასევე საჯარო სკოლებში, ორივე შემთხვევას ვგულისხმობ, არ ხდება დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ექვსი თვის განმავლობაში. მხოლოდ სახელმწიფო უნაზღაურებს 1000 ლარს. ანუ ჯამური 6 თვის ხელფასს, რომ გამოაკლდება 1000 ლარი, დანარჩენი უნდა შეუვსოს სკოლამ, თუმცა ეს არ ხორციელდება. ამით, მხოლოდ საჯარო მოხელეები სარგებლობენ. ეს არის ძირითადი პრობლემა, მაგრამ აღსანიშნავია ისიც რომ კერძო თუ საჯარო სკოლას, შრომის კოდექსის მიხედვით, არ გააჩნია ვალდებულება აანაზღაუროს დეკრეტული შვებულება. უბრალოდ, არ არის ასეთი ტიპის რეგულაცია. გამომდინარე აქედან, დამსაქმებელს ეძლევა საფუძველი, თვითონ გადაწყვიტოს, აუნაზღაურებს ექვსთვიან დეკრეტულს თუ არა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში, უარს აცხადებენ ამის ანაზღაურებაზე. ამის შედეგია, რომ დედა იძულებულია შეწყვიტოს შვებულება და თუნდაც ერთ ან ორ თვეში დაუბრუნდეს სამუშოს, ეს ერთგვარად არღვევს ქალის უფლებას.

აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, რომ კერძო სკოლებში, ქალბატონია თუ მამაკაცია, ძალიან ბევრ შემთხვევაში, ილახება დასაქმებულთა უფლებები. მათ, არ უნაზღაურდებათ ბევრ შემთხვევაში, ბიულეტენი, არ ეძლევათ ზაფხულის შვებულების ორ თვიანი ანაზღაურება, რაც საჯარო სკოლაში მოწესრიგებულია“, – აღნიშნავს მაია კობახიძე.

პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ვაუჩერულ დაფინანსებაზეც გვიყვება და ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის ვაუჩერული წესით დაფინანსება, კერძო სკოლის პედაგოგთა ანაზღაურებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს.

„ ვაუჩერები, მე ვისურვებდი, რომ თანაბრად გაიცემოდეს ყველა მოსწავლეზე, თუმცა ვაუჩერულ დაფინანსებაზე არ უნდა იყოს დაფუძნებული მასწავლებლების ანაზღაურება, კერძო სკოლაში. არსებობს, განათების მინისტრის სპეციალური კანონქვემდებარე აქტი, რომელიც არეგულირებს შრომის ანაზღაურებას.

და თუ კერძო სკოლა, შეასრულებს განათლების სამინისტროს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნას, მაშინ კერძო სკოლის მასწავლებლები არ იქნებიან ამ მიმართულებით უფლებაშელახულები. ეს არის სათავე დარღვევის. მე მიმაჩნია, განათლების სამინისტრომ კატეგორიულად უნდა მოსთხოვოს კერძო სკოლებს, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა იმ ნორმატიული აქტის მოთხოვნა, რომელიც არეგულირებს შრომით ურთიერთობებს“ – პედაგოგთა პროფკავშირების თავმჯდომარე, მაია კობახიძე.

 

ნინო ბერიძე

მასალა მომზადდა პროექტის „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალთა გაძლიერება შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში“  ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით

ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ბოლნისის ახალგაზრდული სახლი  და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს

4 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ სამი საკითხი განიხილა: (1) რუსთავის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების...

რუსთავში უფლებამოსილების შეწყვეტა საუბნო საარჩევნო კომისიის სამმა წევრმა ითხოვა

12 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. ვინც თვალს ადევნებს, აღნიშნული ოლქის სხდომებს, ალბათ, არ გაუკვირდება ის...

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარაში ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იმსჯელეს

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების (fake...

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, მე-3 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მითითებულია 55 500  ლარი. საქართველოს მთავრობის 121-ე...

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის...

აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერის ხიბლი

რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“.

რუსთავის ბიუჯეტს მერიის ადმინისტრაციის უფროსის სამსახურიდან გაშვება შესაძლოა 45 900 ლარამდე დაუჯდეს

ოპოზიციური პარტიები, რუსთავის ამჟამად უკვე ყოფილ მერს და ადმინისტრაციას თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებაში ხშირად ადანაშაულებდნენ. ოპონენტები აღნიშნულს, არასწორ საკადრო პოლიტიკას უკავშირებდნენ...

დაკარგული ტრადიციები და სასუქზე დამოკიდებული ნიადაგი

თინათინ მოსიაშვილი ვახტანგისი საქართველოს სასაზღვრო სოფელია აზერბაიჯანის საზღვართან. 2014 წლის აღწერით, აქ 2375 ადამიანი ცხოვრობს. აქაურები, გარდაბნის რაიონის სხვა სოფლების...

სასწრაფო დახმარების ცენტრი, სადაც მედპერსონალს ხელის დაბანის შესაძლებლობა არ აქვს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის თემის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში პრობლემებზე საუბარი არ სურთ, მაგრამ ვერსად მალავენ, დერეფანში კუსტარულად მოწყობილ ხელსაბანს და...

COVID 19 – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად ახალი საინფორმაციო პორტალი ამოქმედდა. მოქალაქეებს ახალი საინფორმაციო პორტალის საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია, ოჯახის ექიმის...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

თვითმმართველობის ინდექსი – ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შეფასების ინსტრუმენტი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას სწავლობს,  2016 წელს შეიქმნა. ინდექსის შექმნის შემდეგ უკვე სამი ეროვნული შეფასება გამოქვეყნდა,...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

„ლეტალობის 98%-ში პაციენტები არ იყვნენ ვაქცინირებულები“ – ჯავარა უგრეხელიძე/„Ölüm hallarının 98%-də xəstələr peyvənd olunmamışdılar” – Cavara Uqrexelidze

საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 2021 წლის მარტის თვიდან არის შესაძლებელი. მას შემდეგ დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სრულად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა ...

სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით – მარტყოფში ფილმის ჩვენება გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, „ქვემო ქართლის მედიის“ მომზადებული დოკუმენტური ფილმის:  სიძულვილი „სიყვარულის“ სახელით, ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას მასპინძლობა „მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრმა“...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *