14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

სახელმწიფომ აქტიური პოლიტიკა უნდა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით – სახალხო დამცველი

16 და 17 მაისს, დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ძალადობრივ ინციდენტებს, შეფასებებითა და რეკომენდაციებით სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი აცხადებს, რომ დმანისში კონფლიქტი სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო და 2 დღიან უმართავ ჯგუფურ ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ კი დმანისის მრავალეთნიკურ მოსახლეობას შორის დაპირისპირების საფრთხე გააჩინა.

„ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს კონფლიქტის  მიზეზების  სწორ შეფასებასა და გააზრებას, ასევე, უფრო აქტიური პოლიტიკა გაატაროს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.

სახალხო დამცველის შეფასებით, ინციდენტის მიმდინარეობისას მთელი რიგი შემთხვევების დროს სამართალდამცავი უწყების მხრიდან რეაგირება არ იყო ეფექტური. კონფლიქტში მონაწილე პირები ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს პოლიციის თანდასწრებით, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა დროულ რეაგირებას და სიტუაციის განმუხტვას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმის და აპარატურის  დაზიანების ფაქტები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი შემთხვევა არ დარჩეს ეფექტიანი გამოძიების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია დადგეს ჟურნალისტებზე თავდასხმის მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა. სახალხო დამცველი შეისწავლის გამოძიების მიმდინარეობას.

ამასთან, სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან დმანისის ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის წარმოშობილ, სავარაუდოდ კრიმინალური ხასიათის დაპირისპირებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის ხსენებას და მასთან რაიმე ტიპის კავშირის წარმოჩენას. 

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები შესაძლო სამართალდარღვევებზე მართლმსაჯულების აღსრულების, მომხდარის სამართლებრივი შეფასების და ეფექტიანი გამოძიების მიმართულებით. ასევე, მიმდინარე მოვლენებმა ცალსახად გამოკვეთა, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკა სამომავლოდ, მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, გააზრებას და გაძლიერებას საჭიროებს“ – წერია, სახალხო დამცველის განცახდებაში.

QvemoQartli.ge

Related Posts

საზღვრისპირა სოფლის ცხოვრება

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან საქართველო-სომხეთის ერთ-ერთი საზღვარი გადის. აქ ორ ქვეყანას მდინარე დებედა ყოფს. დებედას მარჯვენა სანიპიროზე ნაძვნარია. ერთი სიმაღლის...

„გირჩი“ რუსთავის 81-ე უბანზე ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახდენს (ვიდეო)

რუსთავის 20-ე საარჩევნო ოლქის 81-ე უბაზე, პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი, კომისიის წევრი, უბანზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა პარალელურ დათვლას ახორციელებს. საუბნო საარჩევნო კომისიის...

ფატი შავაძე – მოქალაქეთა მონაწილეობას განაპირობებს, როდესაც მათ აქვთ შესაძლებლობა, აქვთ სურვილი, აქვთ უფლებამოსილება, როცა ეძახიან და როცა პასუხობენ

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

Georgian Construction Group – მოხდა ხეების სანიტარული ჭრა და გადარგვა

დღეს, ჩვენ შპს „ნიუ მოლის“ მიერ რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტზე გწერდით, რომელიც მე-12 მიკრო რაიონში სავაჭრო-გასართობი ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. აღნიშნული...

რეპორტაჟი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ცურტავი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში, რომელსაც ,,შუშანიკის წამების” ავტორის იაკობ ცურტაველის სოფელს უწოდებ, დღეს ქართული ცოტამ თუ იცის. სოფელში 2002 წლის...

,, რა არის, აქაც კოკოითმა გადაკეტა წყალი?!“ – სარწყავი წყლის პრობლემა ბოლნისის სოფლებში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვეში ქართული კინოსამყაროსთვის ცნობილი ადგილია. ,,ბაში-აჩუკი” სოფლის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მთაზე მდებარე, ქვეშის ციხესთან გადაიღეს. ციხესიმაგრე დაახლოებით...

ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე შეხვედრა გაიმართა

„ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ქვემო ქართლში – მხარდამჭერი სახელმწიფო და სამოქალაქო რესურსები“ – ამ სახელწოდების შეხვედრა გაიმართა, დღეს რუსთავის „ქვემო ქართლის...

მაჟორიტარობის კანდიდატი: „ოცნების“ წარმომადგენელი მეზობლებს საარჩევნო უბანზე, მხოლოდ, გასაუბრების შემდეგ უშვებს

„ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ლია მაისურაძე, ამომრჩევლებზე ზეწოლაზე საუბრობს. აცხადებს, რომ „ოცნების“ აგიტატორები დღეს, მთელი დღის მანძილზე,...

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული

IRI – არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული საერთაშორისო...

ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ

4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა  ითხოვდა ინფორმაციას  2010-2011 წ....

რუსთავი – არჩევნების პირველი ტურის შედეგი

რუსთავის საარჩევნო უბნების შედეგები სრულად დაითვალეს. ამომრჩევლებმა, რომელთაც ხმა ქალაქის 88 საარჩევნო უბანში მისცეს, რუსთავის საკრებულო ამგვარად დააკომპლექტეს: “ნაციონალურ მოძრაობას“...

მეორე ქესალო – „ ჩვენ ფაქტობრივად ვეღარ ვეწევით სოფლის მეურნეობას“

სოფელი მეორე ქესალო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სიახლოვეს მდებარეობს. დასახლება საგრძნობლად შესამჩნევი უსწორმასწორო რელიეფით გამოირჩევა. სოფელი ცნობილია, თავისი მწვანე გუმბათიანი მეჩეთით, რომელიც...

COVID -19 და საჯარო მმართველობა – ევროპა ციფრული მმართველობის ახალი საფეხურისთვის ემზადება

საჯარო მმართველობის ევროპული ინსტიტუტი (EIPA) ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომელიც მუშაობს საჯარო მმართველობის საუკეთესო პრაქტიკების შექმნისა და დანერგვისთვის. ინსტიტუტის მკვლევართა...

დმანისის მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით, ქვეყნის მასშტაბით, 33-ე ადგილზეა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, დმანისის მუნიციპალიტეტი ქვეყნის მასშტაბით 33-ე ადგილს იკავებს. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კი...

რეპორტაჟი – ქვემო კაპანახჩი და ლელაშხა

ისევე, როგორც ქვემო ქართლის სხვა რაიონებში, გარდაბანშიც მოსახლეობის ძირათი შემოსახლის წყარო სოფლის მეურნეობაა. ადგილობრივები ამუშავენ მიწებს და ზრდიან პირუტყვს. გარდაბნის...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *