სასმელი წყალი – ერთი სოფლის აუხდენელი ოცნება/İçməli su – bir kəndin həyata keçməyən arzusu

სასმელ წყალს, რომ ოქროს ფასი აქვს ეს კარგად იციან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში. 273 ადამიანი, რომელიც ხუტორ-ლეჟბადინში ცხოვრობს სოფლის ერთ წყაროზეა დამოკიდებული. თუმცა „უადვილდება“ ზედმეტი ნათქვამია, რადგან სოფლის ასეთ მოსახლეებსაც საათობით უწევთ წყაროსთან დგომა – წყალი აქ დიდი სიმძლავრით არ მოდის, ხშირია რიგებიც. მოსახლეობის ნაწილი წყალს ყიდულობს – 20 ლიტრი ლარი ღირს-ო, ადგილობრივები გვიხსნიან.

„ ჩვენ ვეზიდებით სასმელ წყალს, ეს პრობლემა რაც თავი მახსოვს სულა არის“ – საუბრობს ადგილობრივი დახირ გასანოვი. იმის გამო, რომ ოჯახებში საშინაო მეურნების ტვირთი ხშირად ქალებზე მოდის, უწყლობითაც ცხოვრება ყველაზე მეტად მათ ურთულდებათ. სახლამდე ძლივს მოტანილი, ან ნაყიდი წყლით უწევთ საკვების მომზადება. სარეცხს კი ხშირად სარწყავი წყლით რეცხავენ. წყლის ე.წ საქაჩები აქ თითქმის ყველას აქვს, მაგრამ ამ გზით საკმარის და სასმელად ვარგის წყალს მაინც ვერ იღებენ. 26 წლის ნაირა სალმანოვა ერთი შვილის დედაა. ამ სოფელში ცხოვრობს ნაირაც და უწყლობის პირობებში ზრდის ერთ შვილს. გვიხსნის, რომ სარეცხი მანქანა კი აქვს, მაგრამ ეს უკანასკნელი მისგან დამოუკიდებლად არ მუშაობს. ნაირა სარეცხ მანქანაში წყალს ვედროთი ასხამს და ისე ამუშავებს. ადგილობრივი ნაზანა მუსტაფაევა კი გვაჩვენებს მის სახლთან ჩამავალ არხს, სადაც ლითონის ქვაბებს რეცხავს. ამბობს, რომ იგივეს აკეთებს ტანსაცმელზეც. შედეგად გარეცხილ სარეცხზე თეთრი ლაქები რჩება. სარწყავი წყალი სუფთა წყლის შეცვლას ვერ ახერხებს. კითხვაზე წყაროს წყალი, რასაც სვამენ არის თუ არა შემოწმებული? ამბობენ, რომ არა.

ხუტორ-ლეჟბადის უწყლობაზე კომენტარს მარნეულის მუნიციპალიტეტში აკეთებენ. „სოფელ ხუტორ-ლეჟბადინში სასმელი წყლის მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტს აქვს შემდეგი გეგმა, რაც გულისხმობს, სასმელი წყლის ახალი ქსელის მოწყობის შემდგომ, აღნიშნული სოფლის წყალმომარაგებასაც, ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთებით. უფრო კონკრეტულად კი, მარნეულის მუნიციპალიტეტი 2020 წლისთვის გეგმავს მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ალგეთისა და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების წყალმომარაგებას. სწორედ ამ ქსელის მეშვეობით იგეგმება, ხუტორ- ლეჟბადინისთვის სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრაც. ვინაიდან მუნიციპალური შ.პ.ს არ ფარავს აღნიშნულ სოფელს, თავისი მომსახურების სერვისით, წყლის ხარისხის შემოწმებაც შესაბამისად ვერ ხერხდება,“ – აცხადებენ მარნეულის ადგილობრივ ხელისუფლებაში.

მაშინ, როდესაც ორსახელიანი სოფლის პრობლემა წლებია ვერ გვარდება, გვერდზე რჩება სასმელი წყლის ხელმისაწვდომაზე დაწერილი, როგორც ქართული ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა. და მაინც გავიხსენოთ და გავიმეოროთ: „თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ინდივიდუალურ რეჟიმში, ეკონმიკურ და ტექნიკურ ნაწილში საერთაშორისო დახმარებითა და თანამშრომლობით, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით თანდათანობით სრულად უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ანუ გვეუბნებიან, რომ წყალზე ადამინის უფლება ნიშნავს თითოეული ადამიანის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, შესაბამისი ხარისხის წყალზე პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. აქვე, ძირითადი საჭიროებისთვის ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა წყლის საშუალო რაოდენობა თითოეული ადამიანზე. აღნიშნული სტანდარტით დღე-ღამეში 50-100 ლიტრამდე წყალია საჭირო. 20-25 ლიტრამდე წყალი კი მიჩნეულია მინიმაულურ რაოდენობად.

იმავდროულად განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში, შეუძლებელია არსებითი ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესობის მაღალი რისკი. მასალა მომზადდა “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში: “ინფორმაცია ცვლილებებისთვის – წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის სტანდარტების პოპულარიზაცია დმანისის, მარნეულის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.”

QvemoQartli.ge [მასალის გამოყენება შეიძლება, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით]

İçməli su – bir kəndin həyata keçməyən arzusu İçməli suyun qızıl qiymətli olmasını Marneuli bələdiyyəsinin Xudor-Lejbəddin kəndində çox yaxşı bilirlər. Xudor-Lejbəddində yaşayan 273 nəfər sakin bir bulaqdan yararlanır. Kimin maşını varsa onun üçün həyat tərzi bir az asanlaşır, suyu bulaqdan evə nəqliyyatla gətirir. Ancaq “asanlaşır” ifadəsi artıq kəlmədir, çünki kənd sakinləri saatlarla bulaqda növbə gözləməli olurlar. Bulaqdan su az gəlir və növbə də çox olur. Əhalinin bir hissəsi suyu alır – 20 litri bir laridir deyirlər. Yerlilər xatırlayır ki, “içməli suyu özümüzdaşıyırıq, bu problem eləmən gözümü açandan var” – yerli sakin Tahir Həsənov bildirir.

Ailələrdə ev təsərrüfatının yükü çox hallarda qadınlara düşdüyünə görə, susuz yaşam ən çox onlara çətinlik yaradır. Paltarı isə çox halda suvarma suyu ilə yuyurlar. Kənddə demək olar ki, hamının quyusu var, amma bu yolla yetərli qədər və içmək üçün yararlı suyu yenə də götürə bilmirlər. 26 yaşlı Nairə Salmanova bir uşaq anasıdır.Nairə də bu kənddə yaşayır və susuzluq şəraitində bir uşaq böyüdür. O, izah edir ki, paltaryuyan maşını var ancaq susuz çalışa bilməz. Nairə paltaryuyan maşına suyu vedrə ilə tökür və elə çalışdırır. Yerli sakin Nazana Mustafayeva isə evinin yanından axan arxı bizə göstərir. O, arxda dəmir qazanları yuyur. Nazana deyir ki, paltarı da eyni qaydada yuyur. Nəticədə yuyulan paltarda ağ ləkələr əmələ gəlir. Suvarma suyu heç vaxt təmiz suyu əvəz edə bilməz. İçdikləri bulaq suyu yoxlayışdan keçibmi? Sualına cavab verirlər ki, yoxlayışdan keçməyib. Xudor-Lejbəddinin susuzluğu ilə bağlı Marneuli bələdiyyəsindən müsahibə vermirlər. “Xudor-Lejbəddin kəndində içməli suyun qaydaya salınması üçün bələdiyyənin planı var və plan yeni içməli su şəbəkəsinin qurulmasını, daha sonra qeyd olunan kəndin mərkəzi xəttə qoşulamaqla su ilə təmin edilməsini nəzərdə tutur. Daha konkret olaraq isə Marneuli bələdiyyəsi 2020-ci ildə geniş miqyaslı layihə həyata keçirməyi planlaşdırır. Layihə Algeti və Kəpənəkçi ərazi bütövlüyünə daxil olan kəndlərin su ilə təmin olunmasını nəzərdə tutur.

Məhz həmin şəbəkə vasitəsi ilə Xudor-Lejbəddində içməli su probleminin həlli də planlaşdırılır. Bir halda ki, bələdiyyənin MMC-si qeyd olunan kəndi əhatə etmir, xidmətçərçivəsində suyun keyfiyyəti də müvafiq olaraq yoxlanmır” – Marneulinin yerli hakimiyyətindən bildirirlər. İkiadlı kəndin problemi illərdir həll olunmadığı halda, içməli suyun əlçatanlığı ilə bağlı yazılmış, Gürcüstan və eləcə də beynəlxalq qanunvericilik kənarda qalır.

Və yenə də xatırlayaq və təkrar edək: “Hər bir dövlət fərdi rejimdə, iqtisadi və texniki hissədə beynəlxalq yardım və əməkdaşlıqla, əlində olan resursları nəzərə alaraq, mərhələli şəkildə təmiz və təhlükəsiz su və sanitariyanın əlçatanlığını tam şəkildə təmin etməlidir” – Birləşmiş Millətlər Təşkilatı. Yəni deyirlər ki, su ilə bağlı insan hüququ, hər kəsə, yetərli qədər əlçatan, təhlükəsiz, şəxsi və məişət ehtiyacları üçün müvafiq keyfiyyəti olan su hüququ deməkdir. Dünya sağlamlığın mühafizəsi təşkilatı əsas ehtiyaclar üçün bir nəfərə düşən suyun orta miqdarını müəyyənləşdirib. Qeyd olunan standarta görə gündüz-gecə ərzində 50-100 litrə qədər suya ehtiyac var. 20-25 litrə qədər su isə minimal miqdar olaraq hesab olunur. Eyni zamanda izah edilir ki, minimal miqdarda su verilən halda, mövcud gigiyenik və məişət tələblərini təmin etmək mümkün deyil və sağlamlığın pisləşməsi ilə bağlı yüksək risk açıq aşkardır. Material “Qafqazda Ətraf Mühitin Mühafizəsi üzrə Təşkilatlar Şəbəkəsi”nin (CENN)dəstəyi ilə, “Dəyişikliklər üçün məlumat – Dmanisi, Marneuli, Tsalka və Tetritsğaro bələdiyyələrində su, sanitariya və gigiyena standartlarının məşhurlaşdırılması” layihəsi çərçivəsində hazırlanıb